საფრანგეთის მიერ საქართველოს აღიარების ასი წლისთავის აღნიშვნა [fr]

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რელიზი

პარიზი, 2021 წლის 29 სექტემბერი

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სამშაბათს, 2021 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ტრიუმფალურ თაღთან უხელმძღვანელა 1921 წლის იანვარში საფრანგეთის მიერ საქართველოს აღიარების ასი წლისთავის აღნიშვნის ცერემონიას. ეს საგანგებო ცერემონია ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობასა და საფრანგეთის მიერ გასული საუკუნის მანძილზე შესრულებულ განსაკუთრებულ როლს საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში.

ეს საერთო ისტორია და ფრანგ და ქართველ ხალხებს შორის დამყარებული მჭიდრო კავშირები საფუძვლად უდევს განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას თავისუფლების იდეის გარშემო აერთიანებს. მისი განსახიერება არის ვიცე-პოლკოვნიკ ამილახვარის მსახურება და თავგანწირვა თავისუფალი საფრანგეთისთვის 1942 წელს, ელ ალამეინში, ვიცე-პოლკოვნიკისა, რომელიც ცნობილია ამ სიტყვებით : « ჩვენ, უცხოელები, მხოლოდ ერთი ფორმით თუ დავუმტკიცებთ საფრანგეთს მადლიერებას ჩვენი მიღებისთვის, ეს არის მისთვის სიკვდილი ».

საფრანგეთი, რომელიც საქართველოს გვერდით იდგა მისი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში, გააგრძელებს მის მხარდაჭერას სტაბილურობის შენარჩუნებასა და დემოკრატიის განმტკიცებაში. ის ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოში ფუნდამენტური უფლებების, სახელდობრ პრესის თევისუფლების, მუდამ უფრო ღრმა დამკვიდრებისა და დემოკრატიული და სასამართლო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართ, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალი მუნიციპალური არჩევნები შეესაბამებოდეს ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულბებს, ნორმებსა და სტანდარტებს. ის განსაკუთრებით ფხიზლად იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებას და ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მჭიდრო კონტაქტზე დარჩება საქართველოს პრეზიდენტთან, რათა გააგრძელოს მუშაობა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერების სასარგებლოდ.

JPEG - 145.3 ko
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია 27/10/2021

გვერდის დასაწყისი