საფრანგეთის მოქმედება საჰელში [fr]

საჰელის ქვეყნები (ბურკინა ფასო, მალი, მავრიტანია, ნიგერი, ჩადი) მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან : ტერორისტული საფრთხისა და ორგანიზებული დანაშაულის ზრდა, კლიმატის ცვლილება, დემოგრაფიული განვითარება... ყველა ეს ფაქტორი რეგიონის შესუსტებას უწყობს ხელს. ამ ერთობლივ გამოწვევებზე პასუხი უნდა იყოს იმავდროულად პოლიტიკური, სამხედრო და ხელი შეუწყოს განვითარებას.

ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საფრანგეთი სრულადაა მობილიზებული, რომ დაეხმაროს საჰელის სახელმწიფოებს ამ გამოწვევებთან ბრძოლაში.

  • საფრანგეთი აქტიურადაა ჩართული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აღნიშნულ რეგიონში, იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს როგორც ტერორისტული დაჯგუფეფების გაძლიერებას, ასევე ნარკოტიკებით, იარაღით და ადამიანებით, სახელდობრ მიგრანტებით ვაჭრობას, რაც ასევე მის უსაფრთხოებას შეიძლება დაემუქროს.

საფრანგეთის სამხედრო დახმარება საჰელს :
-  4500 ფრანგი სამხედრო რეგიონში
-  75 თანამშრომლობა უსაფრთხოების სისტემების რეფორმის მხარდასაჭერად
-  8700 გაწრთვნილი აფრიკელი ჯარისკაცი
-  120 საბრძოლო ოპერაცია 2018 წელს
-  14 მლნ ევროს ოდენობის დახმარება აღჭურვილობის სახით

  • ადგილობრივი შეიარაღებული ძალებისთვის გაწეული მხარდაჭერის გარდა, საფრანგეთი ხელს უწყობს პოლიტიკურ დიალოგსა და განვითარებას. « 3D » მიდგომის ფარგლებში ერთობლივად არიან ჩართული თავდაცვის, დიპლომატიისა და განვითარების სფეროს აქტორები.
  • საფრანგეთი მხარს უჭერს ევროკავშირის მეტ ჩართულობას საჰელის რეგიონში და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უკეთეს კოორდინაციას.

შეიტყვეთ უფრო მეტი საფრანგეთის მოქმედების შესახებ საჰელში.

გამოქვეყნებულია 21/01/2020

გვერდის დასაწყისი