საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის [fr]

2019 წლის 7 ოქტომბერს, თბილისში ხელი მოეწერა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) 60 მლნ ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას, რომლის მიზანიცაა ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში. სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა ივანე მაჭავარიანს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედოტო ბანკის (KfW) წარმომადგენლებს შორის. ცერემონიაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი და ევროკავშირის წარმომადგენელი, კარლ ჰარცელი.

AFD-ს 60 მლნ ევროს ოდენობის სესხის პროექტი წარმოადგენს, 2018 წელს, AFD-ს მიერ საქართველოს მთავრობასთან და KfW-თან ერთად დაფუძნებული საზოგადოებრივი პოლიტიკის ოთხწლიანი სასესხო პროგრამის მეორე ტრანშს. 2018 წელს გაცემულმა პრიველმა ტრანშმა 25 მლნ ევრო შეადგინა ჯამური 74 მლნ-დან (49 მილიონი KfW-ს მიერ გაიცა). მეორე ტრანშის ოდენობა AFD-მ 60 მლნ ევრომდე გაზარდა, KfW-ს მსგავსად.

სესხის მიზანია ენერგოეფექტურობის განვითარება და ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მხარდაჭერა. მას შემდეგ, რაც საქართველომ ვალდებულება აიღო, ევროკავშირის ენერგიის მე-3 პაკეტში ჩართულიყო, მთავრობა ენერგოსექტორის რესტრუქტურიზაციას შეუდგა. პარალელურად, იგი რეგულაციების შემუშავების პროცეშია ენერგოეფექტურობის დარგში. სწორედ საზოგადოებრივი პოლიტიკის რეფორმის კონტექსტში, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული სასესხო ხელშეკრულება გააფორმა.

ენერგეტიკის სექტორის ამბიციური და რთული რეფორმა წინ მიიწევს და ამიერიდან პარლმენტშია წარდგენილი განსახილველად.

გარდა ამ სესხისა, AFD-მ 250 000 ევროს ოდენობის სუბსიდია მოიპოვა ტექნიკური ექსპერტიზისა და გამოცდილების გაცვლის ფონდისგან (FEXTE) სესხის ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რაც ორი კომპონენტის დაფინანსებას ითვალისწინებს :

  • ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს კომპანია EDF ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერის მიზნით, ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობების გაფართოების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ;
  • რეფორმის სოციალური ეფექტის შესწავლა და მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავება სოციალური პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით.

გამოქვეყნებულია 09/10/2019

გვერდის დასაწყისი