საფრანგეთი რაგბის 2023 წლის მსოფლიო თასს უმასპინძლებს

2017 წლის 15 ნოემბერს, რაგბის საერთაშორისო ფედერაციამ საფრანგეთს რაგბის 2023 წლის მსოფლიო თასის ორგანიზების უფლება მიანიჭა. დანარჩენი ორი კანდიდატი ქვეყანა ირლანდია და სამხრეთ აფრიკა იყვნენ.

მსოფლიოს პირველი ტურისტული მიმართულება, საფრანგეთი ყოველწლიურად 85 მილიონ ტურისტს მასპინძლობს. ის შეუდარებელი შესაძლებლობის მქონე სასტუმრო სექტორს, სწრაფ სატრანსპორტო ქსელსა და მსოფლიოში აღიარებულ მასპინძლობის კულტურას ფლობს.

საფრანეგთის კანდიდატურა 10 მასპინძელი ქალაქის მხარდაჭერას ეფუძნება, ქალაქებისა, რომლებიც 2,5 მილიონ მაყურებელს მიიღებენ. საფრანგეთის მიერ ბოლო წლების განმავლობაში ორგანიზებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიების წყალობით, ეს ქალაქები ამ მსოფლიო ღონისძიების გამოწვევებს, წესებსა და ტექნიკურ თავისებურებებს იცნობენ.

უკვე მრავალი წელია საფრანგეთი მსოფლიო დონის პოპულარული სპორტული ღონისძიებების (1998 წლის მსოფლიო თასი ფეხბურთში, 2007 წლის მსოფლიო თასი რაგბში, 2016 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატი) მასპინძლობაში ჩაერთო. დღეს, ის ერთ-ერთი იმ ერთაგანია, რომელმაც ყველაზე კარგად შეითვისა დიდი მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების ორგანიზების ცოდნა და უნარი, რასაც ეს გამარჯვებაც ადასურებს და 2017 წლის 13 სექტემბრისაც, 2024 წლის ოლიმპიური და პარაოლიმიური თამაშების ორგანიზებისთვის.

იხილეთ საფრანგეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალური კლიპი !

გამოქვეყნებულია 13/03/2018

გვერდის დასაწყისი