საფრანგეთის რესპუბლიკის პრემია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში

საფრანგეთის რესპუბლიკის პრემია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ღიაა კანდიდატურებისთვის.

1988 წელს დაწესებული ეს პრემია ორგანიზებულია ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული ინსტიტუტის CNCDH –ს მიერ. იგი მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ყოველწლიურად შერჩეული ორი თემის ფარგლებში განხორციელებული ინდივიდულური და კოლექტიური პროექტების დაჯილდოებას, განურჩევლად ეროვნებისა და საძღვრებისა.

2016 წელს შერჩეული თემებია :

თემა 1 : მიგრანტების დაცვა

თემა 2 : შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის გაეროს კონვენციის ფარგლებში ამ პირების წარმომადგენლობა და დაცვა.

კანდიდატურების ფრანგულ ენაზე შედგენილი დოსიე უნდა მოცავდეს შემდეგ დოკუმენტებს :

- წერილი-წარდგინება, ხელმოწერილი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის ან უფლებამოსილი პირის, ან დამუკიდებელი კანდიდატის მიერ.

- ამ მოწვევაზე თანადართული ფორმულარი.

- არასამთავრობო ორგანიზაციის წარდგენა (წესდება, განხორციელებული საქმიანობა და ა.შ.)

- არასამთავრობო ორგანიზაციის საფოსტო და საბანკო რეკვიზიტები.

კანდიდატებმა სრული დოსიე 2016 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გაუგზავნონ CNCDH ის გენერალურ მდივანს მისამართზე :

35, rue Saint-Dominique, 75007 Paris – France

ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართებზე: cncdh@cncdh.pm.gouv.fr.

ხუთი ლაურიატი მიწვეულ იქნება პარიზში ოფიციალურ ცერემონიაზე დაახლოებით 2016 წლის 10 დეკემბერს. მათ გადაეცემთ მედალი და გაინაწილებენ პრემიისთვის გამოყოფილ თანხას – 70 000 ევროს.

ხუთ შემდეგ გამარჯვებულს კი გადაეცემა « სპეციალური მედალი » მათ ქვეყანაში წარგზავნილი საფრანგეთის ელჩების მიერ.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე : http://www.cncdh.fr/fr/prix/prix-des-droits-de-lhomme

Word - 67.4 ko
კანდიდატურების მოწვევა - ინგლისური ვერსია
(Word - 67.4 ko)
Word - 673.7 ko
ფორმულარი - ფრანგული ვერსია
(Word - 673.7 ko)

publie le 08/09/2016

hautdepage