საფრანგეთის რესპუბლიკის პრემია ადამიანის უფლებების დარგში

დაიწყო კანდიდატურების მიღება საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიაზე ადამიანის უფლებების დარგში 2017 წლისათვის. კანდიდატურების მიღების ვადა : 2017წ. 15 ოქტომბერი

1988 წელს შექმნილ აღნიშნულ პრემიას ადამიანი უფლებების ეროვნული საკონსულტაციო კომისია გადასცემს (CNCDH) , რომელიც ადამიანის უფლებების პოპულარიზაციისა და დაცვის ეროვნული სტრუქტურაა. ის აჯილდოვებს ინდივიდუალურ ან კოლექტიურ კონკრეტულ პროექტებს ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში, მოქალაქეობისა თუ საზღვრების მიუხედავად, და რომლებიც პასუხობენ ყოველწლიურად შერჩეული ორი თემიდან ერთ-ერთს.

2017-თვის შერჩეული ორი თემაა :

• « ინფორმაციის თავისუფლება, პრესის თავისუფლება და ჟურნალისტიკა »
• « სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების მხარდაჭერა და დაცვა ».

აღნიშნული პრემიისთვის CNCDH 70 000 ევროს ოდენობის დოტაციას ფლობს, რომელიც ნაწილდება ხუთ ლაურეატს შორის (თითო დაჯილდოებულ პროექტს დაახლ. 10 000-დან 15 000 ევრომდე). მომდევნო ხუთ ლაურეატს გადაეცემა “განსაკუთრებული შეფასების” სიგელი.

კანდიდატურის წარდგენის დეტალები იხილეთ ქვემოთ ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. კანდიდატურის წარდგენის ანკეტა შევსებული უნდა იყოს ფრანგულ ენაზე.

დამატებითი დეტალები პრემიისა და შერჩეული ორი თემის შესახებ იხილეთ აქ.

PDF - 239.7 ko
კანდიდატურის წარდგენის დეტალები ფრანგულად
(PDF - 239.7 ko)
PDF - 19.2 ko
კანდიდატურის წარდგენის დეტალები ინგლისურად
(PDF - 19.2 ko)
PDF - 101.8 ko
კანდიდატურის წარდგენის დეტალები რუსულად
(PDF - 101.8 ko)
Word - 1.8 Mo
კანდიდატურის წარდგენის ანკეტა
(Word - 1.8 Mo)

publie le 19/09/2017

hautdepage