საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-რელიზი [fr]

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-რელიზი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შესახებ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ – 14 აპრილი 2018წ.

შაბათს, 2018 წლის 7 აპრილს, დუმაში, რამდენიმე ათეული კაცი, ქალი და ბავშვი იქნა გაჟლეტილი ქიმიური იარაღით, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სრული დარღვევით.

სირიის რეჟიმის ქმედებები და პასუხისმგებლობა არავითარ ეჭვს არ იწვევს.

2017 წლის მაისში, საფრანგეთის მიერ დადგენილი წითელი ხაზი გადაკვეთილია.

შესაბამისად, მე ვუბრძანე საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს, რომ ამ ღამით მოეხდინათ ინტერვენცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაერთიანებულ სამოფოსთან მოკავშირეობით განხორციელებული საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მიმართულია სირიის რეჟიმის საიდუმლო ქიმიური არსენალის წინააღმდეგ.

ჩვენი პასუხი შემოისაზღვრება სირიის რეჟიმის იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქიმიური იარაღის წარმოებისა და გამოყენების საშუალებას იძლევა.

ჩვენ არ შეგვიძლია, შევურიგდეთ ქიმიური იარაღის გამოყენების უხამსობას, რაც წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს სირიელი ხალხისთვის და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. ეს სწორედ იმ ინიციატივების არსია, რომლებსაც მუდმივად აყენებს საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოში.

საფრანგეთი და მისი პარტნიორები დღეიდანვე განაახლებენ ძალისხმევას გაეროში პასუხისმგებლობის დადგენის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის, დაუსჯელობის პრევენციისა და სირიის რეჟიმის რეციდივის ნებისმიერი წადილის თავიდან არიდების მიზნით.

2017 წლის მაისიდან, სირიაში საფრანგეთის პრიორიტეტები უცვლელია : დაეშის წინააღმდეგ ბრძოლის დასრულება, ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, კოლექტიური დინამიკის დაწყება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად იმისათვის, რომ სირიაში საბოლოოდ დამკვიდრდეს მშვიდობა, და რეგიონის სტაბილურობაზე ზრუნვა.

მე მტკიცედ გავაგრძელებ ამ პრიორიტეტების შესრულებას უახლოეს დღეებში და კვირებში.

კონსტიტუტუციის 35-ე მუხლის, მე-2 აბზაცის შესაბამისად, პარლამენტი ინფორმირებული იქნება და გაიმართება საპარლამენტო დებატები საზღვარგარეთ ჩვენი შეიარაღებული ძალების ინტერვენციის ამ გადაწყვეტილების შედეგად.

გამოქვეყნებულია 16/04/2018

გვერდის დასაწყისი