საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში 2017

საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში შეიქმნა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისთვის მოღვაწე ადგილობრივი ასოციაციების დასაჯილდოვებლად.

საფრანგეთის საელჩო იუწყება, რომ მეორედ აცხადებს კონკურსს აღნიშნულ პრემიაზე, რომლის გადაცემაც მოხდება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის მომდევნო სამუშაო დღეს, 2017 წლის 11 დეკემბერს.

ნებისმიერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ვიწვევთ, წარმოადგინოს ერთი ან რამდენიმე ქმედება, მიმდინარე ან დასრულებული, რომელიც დაკავშირებული იქნება 2017 წელს შერჩეულ თემასთან:

“ქმედებები ყველაზე მოწყვლადი ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად”

განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ქართულ და ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე და გამოიგზავნოს 2017 წლის 30 ნოემბრამდე (17სთ).

აღნიშნულ პრემიას, 2000 ევროს ოდენობის თანხით, გადასცემს საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე.

პრემიის მიზანია, წაახალისოს სამოქალაქო ქმედებები, რომლებიც ხელს უწყობენ სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის, კომპეტენციის გაძლიერების და მოწყვლადი მოსახლეობის მიერ მხარდამჭერი ქმედებების შეთვისების პრინციპებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის: tiphaine.lucas@diplomatie.gouv.fr / 2721359

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა : 2017 წლის 30 ნოემბერი.

განაცხადის ფორმა ქართულ ენაზე.
განაცხადის ფორმა ფრანგულ ენაზე.
განაცხადის ფორმა ინგლისურ ენაზე.

publie le 08/11/2017

hautdepage