საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში 2018: იწყება კანდიდატურების მიღება [fr]

საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში შეიქმნა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისთვის მოღვაწე ადგილობრივი ორგანიზაციების დასაჯილდოვებლად.

საფრანგეთის საელჩო იუწყება, რომ მესამედ აცხადებს კონკურსს აღნიშნულ პრემიაზე, რომლის გადაცემაც მოხდება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის, 2018 წლის 10 დეკემბრის კვირაში.

ნებისმიერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ვიწვევთ, წარმოადგინოს ერთი ან რამდენიმე ქმედება, მიმდინარე ან დასრულებული, რომელიც დაკავშირებული იქნება 2018 წელს შერჩეულ თემასთან:

“ადამიანის უფლებების დაცვა რეგიონებში”

განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე და გამოიგზავნოს 2018 წლის 20 ნოემბრამდე (17სთ).

აღნიშნულ პრემიას, 2000 ევროს ოდენობის თანხით, გადასცემს საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე. ამავე ცერემონიის განმავლობაში, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მ.ა. იოჰანეს დუმა ადგილობრივი პრიზით “თულიპ” დააჯილდოებს ადამიანის უფლებადამცველ ადგილობრივ ქართველ აქტივისტს.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართება საფრანგეთის საელჩოსა და ნიდერლანდების საელჩოს მიერ. ორივე ქვეყანა ამგვარად კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დამცველთა მიმართ მხარდაჭერას.

დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრემიის შესახებ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ : tiphaine.lucas@diplomatie.gouv.fr / 2721359. საფრანგეთის საელჩოს პრემიაზე განაცხადის გასაკეთებლად, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ თანდართული ანკეტის ფორმა. კანდიდატურის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 20 ნოემბერი.

კანდიდატურის წარდგენის ანკეტა ქართულად
French embassy in Georgia Human Rights Prize 2018 : call for applications
Application form to apply

გამოქვეყნებულია 22/10/2018

გვერდის დასაწყისი