საფრანგეთის საელჩოს პრემიის გადაცემა ადამიანის უფლებების დარგში [fr]

2017 წლის 20 დეკემბერს, « საფრანგეთის საელჩოს 2017 წლის პრემია ადამიანის უფლებების დარგში » გადაეცა საპატრიარქოს « წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის » სასწავლო ცენტრს.

2017 წლის 20 დეკემბერს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს « ადამიანის უფლებების 2017 წლის პრემიის » გადაცემის ოფიციალური ცერემონია ბ-ნი ელჩის პასკალ მენიეს, ქ-ნი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიასა და ადგილობრივი კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა. წელს, პრემია მიზნად ისახავდა საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ქმედებების დაჯილდოვებას. საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მოწვეულნი იყვნენ აღნიშნულ ღონისძიებაზე.

შესარჩევმა კომიტეტმა პრემია გადასცა საპატრიარქოს « წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს » ქართული რეწვის სხვადასხვა ხელობის სწავლებისთვის. პროფესიული განათლების აღნიშნულ პროგრამაში დედაქალაქისა და რეგიონების 80 მოწაფე მონაწილეობს, რომლებიც შეისწავლიან ხის ჭრის, ქართული აბრეშუმის, თექის, ქართული მინანქრისა და ტრადიციული ტანისამოსის შექმნის ტექნიკას.

ჟიურიმ საპატიო სიგელი გადასცა ასოციაცია « მშობელთა კავშირს » ხის სათამაშოების საწარმო « სხივის » შექმნისთვის, სადაც შშმ ახალგაზრდებს ხეზე ჭრას ასწავლიან.

თბილისში საფრანგეთის საელჩოს "ადამიანის უფლებათა პრემიის" გადაცემა უკვე მეორედ გაიმართა. ეს პრიზი დაარსდა იმ ადგილობრივი ორგანიზაციების წახალისების მიზნით, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდამჭერ საქმიანობას აწარმოებენ და მისი მფლობელი 2000 ევროს ოდენობის პრემიით ჯილდოვდება.

საფრანგეთის საელჩოს პრემიის 2017 გადაცემა ადამიანის უფლებათა დარგში
საფრანგეთის საელჩოს პრემიის 2017 გადაცემა ადამიანის უფლებათა დარგში
საფრანგეთის საელჩო საქართველოში

საფრანგეთის საელჩოს პრემიის მფლობელი საპატრიარქოს "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი" გახდა

საპატიო სიგელის მფლობელი გახდა ასოციაცია "მშობელთა კავშირი"

გამოქვეყნებულია 08/01/2018

გვერდის დასაწყისი