საფრანგეთის საერთაშორისო სტრატეგია ციფრულ ტექნოლოგიაში [fr]

ციფრული ტექნოლოგია ამიერიდან საფრანგეთის საგარეო პოლიტიკისა და ზოგადად, მისი საჯარო ქმედების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

2017 წლის 15 დეკემებერს, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი საფრანგეთის საერთაშორისო სტრატეგია ციფრულ ტექნოლოგიაში წარმოადგენს მომავალი წლების დიპლომატიურ საგზაო რუკას.

სტრატეგიის სამი მნიშვნელოვანი ღერძია : მმართველობა, ეკონომიკა, უსაფრთხოება.

აღნიშნული სტრატეგია პოლიტიკური კონსულტაციის საგანი იყო, რათა თანამოქალაქეთა აზრის გაზიარება მომხდარიყო. ციფრული ტექნოლოგია მოითხოვს განახლებულ დიპლომატიას, რომლის უნარიცაა სახელმწიფო სიმძლავრესა და კერძო აქტორებს, სამეცნიერო სამყაროსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგი გამართოს.

ციფრულ ტექნოლოგიაში საფრანგეთის საერთაშორისო სტრატეგიის ძირითადი მიზნებია :

  • ღია, მრავალფეროვანი და სანდო ციფრული სამყაროს პოპულარიზაცია ;
  • ევროპული ინტერნეტის პოპულარიზაცია, რომელიც დაფუძნებული იქნება საჯარო თავისუფლებების წონასწორობაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე ციფრულ სამყაროში;
  • საფრანგეთისა და ციფრული სამყაროს ფრანგული აქტორების გავლენის, მიმზიდველობისა და უსაფრთხოების გაძლიერება.
JPEG - 69.5 ko
ჟან-ივ ლე დრიანი წარმოადგენს საფრანგეთის საერთაშორისო ციფრულ სტრატეგიას საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნებულია 11/01/2018

გვერდის დასაწყისი