საფრანგეთის სენატის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში (2018 წლის 26-30 სექტემბერი) [fr]

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმებების შესრულების ზედამხედველობის ფარგლებში, საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია - ბ-ნი რენე დანესი - სენატორი, ქ-ნი ჟიზელ ჟურდა - სენატორი და ბ-ნი ფაბრის უგო - მრჩეველი, საქართველოს 26-დან 30 სექტემბრამდე ეწვია.

სენატორებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან, მათ შორის, მის თავმჯდომარესთან ბ-ნ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ქ-ნ სოფიო ქაცარავასთან ; შეხვედრები გაიმართა ასევე მთავრობის წარმომადგენლებთან, სახელდობრ ქ-ნ ქეთევან ციხელაშვილთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქ-ნ თეა წულუკიანთან, იუსტიციის მინისტრთან და ბ-ნ ლევან დავითაშვილთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, აგრეთვე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

JPEG - 1.2 Mo
ფრანგი სენატორების შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
JPEG - 2.3 Mo
სენტაორების შეხვედრა სოფიო ქაცარავასთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში

გარდა ამისა, დელეგაციის წევრები, მცხეთაში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფისს ეწვივნენ და ცხინვალის რეგიონთან გამყოფ ხაზთან გაემგზავრნენ ვიზიტის მეორე დღეს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ისინი აგრეთვე დაესწრნენ საფრანგეთის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი, ფრანგი ფოტოგრაფის ორელიენ ვილეტის გამოფენის გახსნას „აფხაზეთი : სიჩუმის რეზოლუცია“.

JPEG - 334.3 ko
ვიზიტი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მცხეთის ბიუროში
ფოტო: ევროკავშირის მონიტორინგის მისია
JPEG - 517.1 ko
ვიზიტი ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან
ფოტო: ევროკავშირის მონიტორინგის მისია
JPEG - 463.9 ko
ვიზიტი ცხინვალის რეგიონის გამყოფ ზოლთან
ფოტო: ევროკავშირის მონიტორინგის მისია

2018 წლის 29 სექტემბერს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ისინი გაემგზავრნენ ახალციხეში, სადაც ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს გაეცნენ.

გამოქვეყნებულია 16/10/2018

გვერდის დასაწყისი