საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ატაშე გდდ-ის დირექტორს შეხვდა

2016 წლის 11 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა მინდია ლორთქიფანიძემ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე ბრუნო ბალდუკი მიიღო.

შეხვედრას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბის უფროსი და შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საუბრისას, რომელიც გულთბილ გარემოში გაიმართა, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმები სხვადასხვა პრიორიტეტულ სფეროში განიხილეს. ისაუბრეს მანიფესტაციების მშვიდობიან მართვაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით და სპეციალური დანიშნულების ძალების მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ზომებსა და რეაგირების ტექნიკურ მეთოდებზე.

შეხვედრისას ასევე დასახეს 2016 წლის ივნისში პარიზში დაგეგმილ გამოფენაზე EUROSATORY შსს-ს მონაწილეობის პერსპექტივა. 2015 წლის ნოემბრეში შსს-ს წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ გამოფენაზე MILIPOL.
JPEG

publie le 16/03/2016

hautdepage