საფრანგეთის 27-ე სამთო ქვეითი ბრიგადის მეთაურის ვიზიტი საქართველოში

ბრიგადის გენერალი პიერ-ჟოზეფ ჟივღი საქართველოს ეწვია სამთო ბრძოლის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის I მოადგილე, ბრიგადის გენერალ ნიკოლოზ ჯანჯღავასთან შეხვედრის შემდეგ, 27-ე ბრიგადის მეთაური საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ესტუმრა, რომელიც 2006 წელს საფრანგეთის მხარდაჭერით შეიქმნა.

სკოლის დაარსებიდან დღემდე, მრავალი მისი ინსტრუქტორი გადამზადდა შამონის მაღალი მთის სამხედრო სკოლასა და 27-ე ბრიგადის სხვა ნაწილებში.

გენერალმა ჟივღმა შეხვედრა გამართა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურთან და დაათვალიერა სკოლის ინფრასტრუქტურა.

Visite en Géorgie du commandant de la 27e brigade d'infanterie de montagne française /საფრანგეთის 27-ე სამთო ქვეითი ბრიგადის მეთაურის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია 22/08/2019

გვერდის დასაწყისი