საფრანგეთის თვითმმართველობების სახელმწიფო დახმარება საქართველოში

საფრანგეთი მსოფლიოში მე-4 ადგილს იკავებს განვითარების დარგში გამოყოფილი სახელმწიფო დახმარების მიხედვით. საფრანგეთის ადგილობრივ თვითმმართველობებს თავისი წვილილი შეაქვთ აღნიშნულ დახმარებაში და მათი ქმედებები განვითარების სახელმწიფო დახმარების შედეგებს აძლიერებს პარტნიორ ქვეყნებში.

ყოველ წელს ადგილობრივი თვითმმართველობების სახელმწიფო დახმარება განვითარების დარგში ანგარიშის სახით ქვეყნდება თვითმმართველობების მიერ განცხადებული თანხების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამოიყოფა თანამშრომლობისა თუ დაძმობილების პროექტებზე, ჰუმანიტარული თუ გადაუდებელი დახმარების ქმედებებზე და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებებზე.

2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საფრანგეთის ადგილობრივი თვითმმართველობების სახელმწიფო დახმარებამ განვითარების დარგში 59,6 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ოდნავ მეტია წინა წელთან შედარებით.

მიეკუთვნება რა ევროპის ზონას, საქართველომ 2015 წელს 59 196 ევროს ოდენობის დახმარება მიიღო.

საფრანგეთსა და საქართველოს შორის დეცენტრალიზებული თანამშრომლობა ამჟამად სამი პარტნიორობის ირგვლივ ვითარდება : სამმხრივი დაძმობილება ნანტი-თბილისი-საარბრიუკენი, ადგილობრივი დემოკრატიის სფეროში არსებული თანამშრომლობა სტრასბურგსა და ქუთაისს (« სტრასბურგის კლუბის » წევრი) შორის და იონის დეპარტამენტის საბჭოსა და კახეთის რეგიონის პარტნიორობა ჯანმრთელობის სფეროში. ამჟამად მიმდინარეობს დაძმობილების პროექტის ბოლო ეტაპი მცხეთასა და სუვინის შორის.

ტერიტორიული რეფორმის ფარგლებში, 2015 წლის 7 აგვისტოს გამოცემული კანონი რესპუბლიკის ახალი ტერიტორიული მოწყობის შესახებ (NOTRe) ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს რეგიონებს და ხელახლა განსაზღვრავს თითოეული ტერიტორიული ერთეულისადმი მინიჭებულ კომპეტენციებს. არ იყო რა ძალაში 2015 წლის ტერიტორიული თვითმმართველობების სახელმწიფო დახმარების შეჯამებისას, კანონმა NOTRe შესაძლოა ხელახლა განსაზღვროს სახელმწიფო დახმარების გადანაწილება ტერიტორიული თვითმმართველობის შიგნით და შეცვალოს მისი დინამიკა მომავალ წლებში.

PNG - 286.8 ko
ახალი ადმინისტრაციული რუკა რეგიონულ დონეზე

publie le 10/08/2017

hautdepage