საფრანგეთი ევროპაში

1945 წლიდან მოყოლებული ევროპის მშენებლობის იდეა მუდმივად იდგა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ამ დიადი განზრახვის პრიორიტეტული ხასიათი სამმა მოსაზრებამ განაპირობა: ბოლო მოღებოდა კონფლიქტებს, რომლებმაც ოცდაათი წლის განმავლობაში ორჯერ გახლიჩეს ევროპის კონტინენტი და დაასუსტეს საფრანგეთი: ცივი ომიდან გამომდინარე აუცილებელი იყო დაესადგურებინა სტაბილურობას და უზრუნველეყო რკინის ფარდიდან დასავლეთით მდებარე დემოკრატიულ სახელმწიფოთა უსაფრთხოება;დაბოლოს, ევროპის ხალხთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად შეექმნათ პროდუქციის თანამედროვე პირობებს მორგებული ერთიანი ეკონომიკური სივრცე.

GIF - 16.6 ko
CECA, 1951

რობერტ შუმანი და ჟან მონე, ევროპის მშენებლობის პროექტის ორი ფრანგი ინიციატორი, დარწმუნებულნი იყვნენ კონტინენტის სახელმწიფოთა ერთ სარტყელში მოქცევის აუცილებლობაში. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ამ სახელმწიფოთა ეკონომიკური სოლიდარობა დააჩქარებდა მათ პოლიტიკურ დაახლოებას. ამ პერსპექტივით, 1951 წლის 18 აპრილს ჩამოყალიბდა ქვანახშირისა და სპილენძის ევროგაერთიანება (CECA ), რომლის ინსტიტუტებიც ევროპის მშენებლობის განვითარების მოდელად იქცა. 1957 წლის 15 მარტს, CECA წევრმა ექვსმა სახელმწიფომ, გერმანიამ, ბელგიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს რომის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ევროპის ეკონომიკური გაერთიანება ( CEE). ამ სახელმწიფოებმა ვალდებულება აიღეს ერთმანეთისთვის დაეკავშირებინათ თავიანთი ეკონომიკა, ისე რომ უგულებელეყოთ ყველა საბაჟო ბარიერი და განეხორციელებინათ საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკა (PAC).

1958 წელს, გენერალმა შარლ დე გოლმა რესპუბლიკის სათავეში მოსვლისას გამოთქვა სურვილი გაეგრძელებინა ქვეყნის მიერ აღებული გეზი. რომის ხელშეკრულების დადებიდან მომდევნო სამი ათეული წლის განმავლობაში, საფრანგეთი აქტიურად განაგრძობს ევროპის მშენებლობის სისტემატიური ხასიათის პროექტებში მონაწილეობას. 1973 წლის 1 იანვარს, ჟორჟ პომპიდუს მეთაურობისას, ერთიან საბაჟო სისტემას ევროგაერთიანების პირველი სამი წევრით, გერთიანებული სამეფოებით, დანიითა და ირლანდიით გაფართოება მოსდევს. სამოცდაათიანი წლები მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმებითა და ევროპის საბჭოს შექმნით, (რომელიც სახელმწიფოთა ან მთავრობის ხელმძღვანელებს აერთიანებს)ევროპის პარლამენტის წევრთა საყოველთაო კენჭისყრის წესით არჩევითა და პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ დესტენისა და გერმანელ კანცლერ ჰელმუტ შმიდტის ინიციატივით საერთო ევროპული ვალუტის (SME) შექმნის იდეითაა ნიშანდობლივი. სულ მალე, ევროპის სამხრეთით მდებარე დემოკრატიული რეჟიმების დახმარების სურვილმა ევროგაერთიანების ახალი ტალღა მოიტანა: 1981 წელს მას შეუერთდა საბერძნეთი, 1986 წელს კი ესპანეთი და პორტუგალია. დაბოლოს, ფრანსუა მიტერანის, ჰელმუტ კოლისა და ევროკომისიის თავმჯდომარის, ჟაკ დელორის ძალისხმევით 1986 წლის თებერვალში მიღებულ იქნა ერთიანი აქტი (Acte unique). ამ დოკუმენტის მიზანს წარმოადგენდა ჭეშმარიტი დიდი ევროპული ბაზრის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა პიროვნების, საქონლისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას და აგრეთვე ხალხს საშუალებას მისცემდა ევროგაერთიანების ტერიტორიაზე თავისუფლად მოეძიათ სამუშაო ადგილები. ყველაზე მთავარს კი 1993 წლიდან ჩაეყარა საფუძველი.

საჭირო ინფორმაცია:

- ევროპა
სრული დოსიე იხილეთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე
- საფრანგეთ-გერმანიის ურთიერთობები

publie le 07/03/2016

hautdepage