საფრანგეთი – გერმანია : აახენის ხელშეკრულება [fr]

2019 წლის 22 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ელისეის ხელშეკრულების 56-ე წლისთავზე, აახენში, ხელი მოაწერეს საფრანგეთი-გერმანიის ახალ ხელშეკრულებას.

აახენის ხელშეკრულება ფრანგულ-გერმანული მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებაა. ის არ ანაცვლებს 1963 წლის ელისეის ხელშეკრულებას, რომელიც საფრანგეთისა და გერმანიის შერიგების ფუძემდებელია, არამედ მისი დამატებაა აღნიშნული თანამშრომლობის 21-ე საუკუნის გამოწვევებთან შესაბამებითა და ევროპული პროექტის გაძლიერების ჭრილში. 1963 წლის ხელშეკრულება მიზნად ისახავდა ორი ქვეყნის შერიგებას, ხოლო 2019 წლის ხელშეკრულება თანხვედრაა ევროპული ინტეგრაციის კუთხით.

ხელშეკრულება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ფრანგულ-გერმანული თანამშრომლობა ეყრდნობა პრინციპებს და კონკრეტული პროექტების განხორციელებას მოიცავს. ამ კონტექსტში, საფრანგეთი და გერმანია კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და მრავალმხრივი ურთიერთობები, მათი ერთობლივი პასუხისმგებლობა, რომ სუვერებული, ერთიანი და დემოკრატიული ევროპა ააშენონ, მათი ჩართულობა ღია საერთაშორისო ვაჭრობის სასარგებლოდ, რომელიც დამყარებული იქნება ორმხრივ წესებსა და პრინციპებზე.

უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება საპარლამენტთაშორისო შეთანხმებას ბუნდესტაგსა და ეროვნულ ასამბლეას შორის, რომელიც სახელდობრ დააარსებს 50 ფრანგი და 50 გერმანელი წევრისგან შემდგარ ფრანგულ-გერმანულ საპარლამენტო ასამბლეას და რომელსაც დაევალება ორ ქვეყანას შორის საკანონმდებლო თანხვედრის სასარგებლოდ წინადადებების შემუშავება ; გაფორმდება ასევე დეკლარაცია ბუნდესრატსა და სენატს შორის.

ახალი ხელშეკრულება 6 თავს მოიცავს :
1. ევროპული საქმეები
2. მშვიდობა, უსაფრთხოება და განვითარება ;
3. კულტურა, განათლება, მეცნიერება და მობილობა ;
4. რეგიონული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ;
5. მდგრადი განვითარება, კლიმატი, გარემოს დაცვა და ეკონომიკური საკითხები ;
6. ორგანიზაცია.

ხელშეკრულების მოლაპარაკების შედეგად მიღებული ძირითადი მონაპოვარია :

  • კოორდინაციის გაძლიერება ევროკავშირის შიგნით “ყველა დონეზე” და კოორდინაცია ევროკავშირის სამართლის განხორციელებისას ;
  • კოორდინაციის გაძლიერება გაეროში;
  • დიპლომატიურ სამსახურებს შორის პერსონალის გაცვლის განვითარება;
  • ერთობლივი თავდაცვის მუხლი;
  • ერთობლივი ქვედანაყოფის შექმნა სტაბილიზაციის ოპერაციებისთვის მესამე ქვეყნებში;
  • ფრანგულ-გერმანული ციფრული პლატფორმის შექმნა აუდიოვიზუალური და ინფორმატიკული კომპონენტებით;
  • პარტნიორი ქვეყნის ენის შესწავლის სტრატეგიების შემუშავება და სასაზღვრო ზონაში ბილინგვიზმის ხელშეწყობა ;
  • ფრანგულ-გერმანული « სამოქალაქო ფონდის » შექმნა ;
  • ფრანგულ-გერმანული ეკონომიკური ზონის შექმნა ;
  • ფრანგულ-გერმანული « ეკონომიკურ ექსპერტთა საბჭოს » შექმნა ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების დასაახლოვებლად ;
  • ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის კომიტეტის დაარსება, რომელიც გააერთიანებს ადგილობრივ სტრუქტურებს და განსაზღვრავს ტრანსსასაზღვრო განვითარების სტრატეგიას პრიორიტეტული პროექტების იდენტიფიცირების მიზნით ;
  • საფრანგეთის და გერმანიის მინისტრთა საბჭოს სამუშაოების დაგეგმვა რამდენიმე წელიწადზე და პარტნიორი ქვეყნის მინისტრთა საბჭოში მთავრობის ერთი წევრის უფრო ხშირი (ყოველ ტრიმესტრში) მონაწილეობა.

ახალი ხელშეკრულების მიზანია, ამგვარად, რაც შეიძლება მეტად საზეიმო ვითარებაში შეხსენებულ იქნას ორივე ქვეყნის ერთგულება გარკვეული რაოდენობის პრინციპებისადმი, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, განსაზღვრული იქნას ფრანგულ-გერმანული ურთიერთობის ორიენტაცია უახლოესი ათწლეულების მანძილზე ერთობლივი მიზნებისა და მათი განხორციელებისთვის საჭირო მეთოდების კუთხით, მკაცრი იურიდიული ვალდებულებების დაცვით.

გამოქვეყნებულია 12/02/2019

გვერდის დასაწყისი