საფრანგეთი დოკუმენტური კინოს მე-5 საერთაშორისო კინოფესტივალზე "სინედოკ-თბილისი"

კავკასიის რეგიონის პირველი დოკუმენტური კინოფესტივალის, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის "სინედოკ-თბილისის" კინოჩვენებები გაიმართება 11-დან 16 მაისამდე თბილისის კინოთეატრებში. მის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფრანგული და ფრანკოფონური 4 ფილმი:

"დასაქმების სააგენტო" - რეჟისორები ან შილცი და შარლოტ გრეგუარი (საფრანგეთი/ ბელგია)
ჩვენების საათები :
შაბათი, 13 მაისი, 16სთ - კინოს სახლი
კვირა, 14 მაისი, 19სთ - კინოს სახლი
რეჟისორების თანდასწრებით.

"როგორც ლომები" - რეჟისორი ფრანსუაზ დავისი (საფრანგეთი)
ჩვენების საათები : შაბათი, 13 მაისი, 20სთ - რუსთაველის კინოთეატრის მე-4 დარბაზი
რეჟისორის თანდასწრებით

"მადლობა ბატონო" - რეჟისორი ფრანსუა რუფენი (საფრანგეთი)
ჩვენების საათები :კვირა, 14 მაისი, 18სთ - რუსთაველის კინოთეატრის მე-4 დარბაზი
ტიბო ლენერის და მარიონ კაიოს, ასოციაცია "ფაკირის" აქტივისტების თანდასწრებით

"მოსამსახურე ყველას" - რეჟისორი მაჰერ აბი სამრა (საფრანგეთი/ლიბანი)
ჩვენების საათები :
ორშაბათი, 15 მაისი, 17სთ - კინოს სახლი
სამშაბათი, 16 მაისი, 15სთ - კინოს სახლი

ბილეთის ფასი: 3-5 ლარი/სეანსი.

იხილეთ სრული პროგრამა

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე CinéDOC-Tbilisi

JPEG

publie le 10/05/2017

hautdepage