საფრანგეთი მობილიზებულია ფიფას 2019 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის ქალთა შორის [fr]

2019 წლის 7 ივნისიდან 7 ივლისამდე, საფრანგეთი ფიფას 8-ე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს მასპინძლობს ქალთა შორის. შეჯიბრის 52 მატჩი 9 ქალაქში შედგება : პარიზი, ლიონი, რენი, ჰავრი, გრენობლი, ვალანსიენი, რეიმსი, მონპელიე და ნიცა.

ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, მათ შორის ევრიპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი ოპერატორი Atout France მობილიზებულები არიან იმისთვის, რომ აღნიშნული მოვლენა წარმატებული იყოს ყველა ასპექტით : სპორტული და ეკონომიკური, საორგანიზაციო და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რომ ეს ჩემპიონატი იქცეს საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებად და ამავდროულად, ქვეყნის მთელი ტერიტორია მოიცვას... თუმცა, შეჯიბრის ძირითადი მიზანია, რომ ის ქალთა სპორტის ისტორიის თვალსაჩინო მოვლენა გახდეს.

სპორტი, საფრანგეთის პრესტიჟისა და მიმზიდველობის ვექტორი

სპორტი საფრანგეთის მსოფლიო პრესტიჟისა და მიმზიდველობის მნიშვნელოვანი ვექტორია. საფრანგეთი მრავალ საერთაშორისო სპორტულ მოვლენას უწევს ორგანიზებას. იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე უკეთესად უმასპინძლოს სტუმრებს, იგი ითვალისწინებს შეჯიბრების, სპორტსმენების, ქომაგების მოთხოვნებსა და საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას.

შეჯიბრის განრიგი და დეტალები

7 ივნისი - პარიზი (პარკ დე პრენსი) : გახსნის მატში საფრანგეთის ნაკრების მონაწილეობით
2 et 3 ივლისი – ლიონი : ნახევარფინალები
6 ივლისი – ნიცა : მატჩი 3-ე ადგილისთვის
7 ივლისი – ლიონი : ფინალი

24 მონაწილე ნაკრები შემდეგი ქვეყნებიდან : სამხრეთ აფრიკა, გერმანია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კამერუნი, კანადა, ჩილე, შოტლანდია, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი, იტალია, იამაიკა, იაპონია, ნიგერია, ნორვეგია, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, კორეის რესპუბლიკა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, შვედეთი, ტაილანდი

52 მატჩი

ფიფას 2019 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ქალთა შორის

გამოქვეყნებულია 08/07/2019

გვერდის დასაწყისი