საფრანგეთი, პირველი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში

ტურიზმი- ჟან-მარკ ეროს, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრის განცხადება (2016წ. 8 აპრილი)

მივესალმები 2015 წელს ტურიზმის სფეროში ციფრების არაჩვეულებრივ მაჩვენებელს, რომლის მიხედვითაც საფრანგეთმა 84,5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, 0,9%-ით მეტი ერთ წელიწადში.

ეს გაზრდილი მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია აზიელი ტურისტების რაოდენობის (+22,7%) თვალსაჩინო მატებასთან.

საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტრო მობილიზებულია საფრანგეთის მიმზიდველობის გასაძლიერებლად და ტურისტების ჩამოსვლის გასაადვილებლად, მათ შორის სავიზო განაცხადების განხილვის გაუმჯობესების გზით.

ნოემბერში პარიზში განხორციელებულმა ტერაქტებმა აღნიშნული მიმართულების პროგრესი შეაფერხა, განსაკუთრებით დედაქალაქში. მე მობილიზებული ვარ პარიზის მერთან და საბჭოს წევრებთან ერთად, ასევე ილ-დე-ფრანსის რეგიონის საბჭოს წევრებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, რათა აქტიურად წავახალისოთ საფრანგეთის ღირსებები აღნიშნული მოვლენების შემდეგ. ჩემი მიზანია წელიწადში 100 მილიონი უცხოელი ტურისტის მიღება საფრანგეთში 2020 წლისათვის.
JPEG
JPEG
JPEG

publie le 12/04/2016

hautdepage