საფრანგეთი - რაგბის 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის კანდიდატი

საფრანგეთი რაგბის 2023 წლის მსოფლიო თასის ორგანიზების კანდიდატია. რაგბის საერთაშორისო ფედერაციაში კენჭისყრა 2017 წლის 15 ნოემბერს გაიმართება. დავუბრუნდეთ საფრანგეთის კანდიდატურას…#FRANCE2023

დანიშნულების ადგილი

მსოფლიოს პირველი ტურისტული მიმართულება, საფრანგეთი ყოველწლიურად დაახლოებით 85 მილიონ ტურისტს მასპინძლობს. მას შეუდარებელი შესაძლებლობის სასტუმრო ინფრასტრუქტურა, სწრაფი და ეფექტური სატრანსპორტო ქსელი და მსოფლიოში აღიარებული მასპინძლობის კულტურა აქვს.

საფრანგეთის კანდიდატურას შესაძლებლობა აქვს დაეყრდნოს მასპინძელი ქალაქების მხარდაჭერას, რომელნიც, სხვა და სხვა სპორტული ღონისძიების წყალობით, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიიღო, იცნობენ ამ მსოფლიო მოვლენის გამოწვევებს, წესებსა და ტექნიკურ დეტალებს. 2023 წლის მსოფლიო თასისთვის შერჩეული 10 მასპინძელი ქალაქი დაახლოებით 2.5 მილიონ მაყურებელს მიიღებს.

თუ არ ჩავთვლით მრავალი კერძო პარტნიორის, სტარტაფებიდან დაწყებული დიდი კომპანიებით დამთავრებული, მხარდაჭერას!

ნოუ-ჰაუ

2000 წლების დასაწყისში, საფრანგეთის ჩემპიონატის მხოლოდ 19% იყო უცხოელი. 2014-2015 წლებში ეს მაჩვენებელი TOP14-ის მოთამაშეების 45% შეადგენს. ტალანტების ასეთმა მოზღვავებამ საფრანგეთი უფრო მიმზიდველი გახადა რაგბის ფანებისთვის.

საფრანგეთი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების მასპინძლობაში ჩაერთო (1992 წლის ოლიმპიური თამაშები, 1998 წლის მსოფლიო თასი ფეხბურთში, 2007 წლის რაგბის მსოფლიო თასი, უეფას « ევრო 2016 », « ტურ დე ფრანსი » და « როლან გაროსი » ყოველწლიურად…). დღეს, ის ერთ-ერთი იმ ერთაგანია, რომელმაც შეიძინა ნოუ-ჰაუ და ცოდნა დიდი მასშტაბის სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში.

« მსოფლიო მოვლენა, კერძოდ რაგბის მსოფლიო თასი, უპირველეს ყოვლისა შესაძლებლობაა საფრანგეთისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე წარმოჩინდეს. დღეს, ყველას ამისი სურვილი აქვს, რაგბის სამყარო მობილიზებულია და ეროვნული და ტერიტორიული პოლიტიკური სპექტრი მხარს გვიჭერს, ეკონომიკური სფერო გვეხმარება, მოსახლეობას სურს გამაერთიანებელი, სადღესასწაულო და პოპულარული პროექტი. ამისათვის გვინდა, რომ გავიმარჯვოთ. » ბერნარ ლაპორტი, საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი

საფრანგეთის კანდიდატურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს.

publie le 07/08/2017

hautdepage