საფრანგეთი-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ვიზიტი [fr]

2019 წლის 13-დან 15 მაისამდე, საქართველოში ვიზიტი განახორციელა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის « საფრანგეთი-საქართველოს » მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ ოთხი დეპუტატის შემადგენლობით (ბ-ნი ჟან-რენე კაზნევი, მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ბ-ნი პიერ ვატენი, თავმჯდომარის მოადგილე, ბ-ნი პასკალ ბუა, თავმჯდომარის მოადგილე, ბ-ნი ჟან-ლუკ ლაგლეზი, ჯგუფის მდივანი).

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მეგობრობის ჯგუფის ამ პირველი ოფიციალური ჩამოსვლის მიზანი იყო, საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება და ფრანგულ-ქართული თანამშროლმობის სხვადასხვა მონაწილესთან შეხვედრა. დეპუტატებმა შეხვედრა გამართეს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბ-ნ ირაკლი კობახიძესთან, რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან (საგარეო ურთიერთობები, ევროპასთან ინტეგრაცია, საპროცედურო კომიტეტი) და რასაკვირველია საქართველოს პარლამენტის საფრანგეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

დელეგაცია კახეთს ეწვია, სადაც ესტუმრა კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრს (“აისი”), რომელთანაც ჟირონდის დეპარტამენტს (ბორდო) სურს მოწაფეთა გაცვლითი პროგრამის განხორციელება მეღვინეობის სფეროში ; გურჯაანის ფრანგულ-ქართულ სამედიცინო ცენტრს « კახეთი-იონი », ასევე ბრენდის მწარმოებელ მამულს « Boléro & Cie », რომელიც ინტენსიურად თანამშრომლობს კონიაკთან, გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გაცვლის მიზნით. დეპუტატები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისშიც იმყოფებოდნენ და ამ უკანასკნელის თანხლებით მოინახულეს ადმინისტრაციული ხაზი ოძისში. ისინი ასევე შეხვდნენ სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

დეპუტატები ეწვივნენ კავკასიის ფრანგულ სკოლას და შეხვედრები გამართეს საქართველოს რაგბის კავშირში, ასევე ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დელეგაციის საპატივცემულო მიღება საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში მოაწყო, რომლის დროსაც საქართველოს ორი რეგიონის, კახეთის და იმერეთის მეღვინეობის ორი გამორჩეული მამულის პრეზენტაცია გაიმართა ფრანგი დეპუტატებისთვის. ეს მამულებია « ბაიას ღვინო » და « ლუკასი », რომელთაც ქართველი მეწარმე ქალები ხელმძღვანელობენ.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბ-ნ ირაკლი კობახიძესთან
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბ-ნ ირაკლი კობახიძესთან
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ვიზიტი კახეთში
ვიზიტი კახეთში
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

გამოქვეყნებულია 17/06/2019

გვერდის დასაწყისი