საფრანგეთი ტურისტებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს

10 ივნისიდან 10 ივლისამდე, ევრო 2016-ის ფარგლებში, საფრანგეთი 1,5 მილიონზე მეტ სტუმარს მიიღებს მთელი მსოფლიოდან. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, მათ შორის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტრო, მობილიზებულია, რათა აღნიშნული ღონისძიება წარმატებად იქცეს.

საფრანგეთმა 4 პრიორიტეტი დაისახა მიზნად :

  • ღონისძიების უმაღლეს დონეზე ორგანიზება ;
  • ევრო 2016-ის პოპულარიზაცია ყველგან და ყველასთვის ;
  • ევრო 2016 ფრანგული ეკონომიკის ზრდისა და საფრანგეთის მიმზიდველობის სამსახურში ;
  • სპორტული ღირებულებების წახალისება.

ევრო 2016-ის გავლენა ეკონომიკაზე

ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი დიდი საერთაშორისო მოვლენაა საფრანგეთის მიმზიდველობის გაძლიერების თვალსაზრისით. ის არაჩვეულებრივი საშუალებაა ეროვნული ინოვაციების წარმოსაჩენად ისეთ სფეროებში როგორიცაა ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, მშენებლობა, სპორტი, ტურიზმი და სხვა.

საფრანგეთის 10 მასპინძელ ქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის სავარაუდო შემოსავალი 1,266 მილიარდი ევროა ! სტადიონები და ფან-ზონები 800 მილიონ ევროს, ხოლო ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები სავარაუდოდ 400 მილიონი ევროს შემოსავალს მოიტანს.

მნიშვნელოვანი ეკონომიკური წვლილი პირველ რიგში ღონისძიების პოპულარობით აიხსნება. 31 დღის განმავლობაში მინიმუმ 150 მილიონი ტელემაყურებელი მიადევნებს თვალს 51 მატჩში მონაწილე 24 ეროვნულ ნაკრებს, ხოლო თავად საფრანგეთში 2,5 მილიონ მაყურებელს (მათ შორის 1,5 მილიონ უცხოელ სტუმარს) ელიან, რაც სპორტსმენებთან, ოფიციალურ პირებთან, მედიის წარმომადგენლებთან და პარტნიორებთან ერთად 250 000 სასტუმროში გატარებულ ღამეს უტოლდება.

ეკონომიკური ზეგავლენა ასევე გამოიხატება სამუშაო ადგილების შექმნაშიც : სტადიონების მშენებლობასა და რეკონსტრუქცისთვის 20 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო შეჯიბრების ორგანიზებისთვის 94 000 ადამიანი დასაქმდა. რაც შეეხება ფრანგულ კომპანიებს, მათი სავაჭრო ბრუნვის 58%-იან ზრდას ვარაუდობენ.

მასპინძელი ქალაქები

10 მასპინძელი ქალაქი 51 მატჩს და 2,5 მილლიონ მაყურებელს უმასპინძლებს. ყოველ ქალაქში განთავსებული ფან-ზონები შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებას იძლევა, ხოლო პატარებისთვის გამართული გასართობი ზონები ევრო 2016-ს სადღესასწაულო ელფერს სძენს.

მასპინძელი ქალაქებია :
ბორდო- ბორდოს სტადიონი
ლანსი- ბოლაერ-დელელის სახელობის სტადიონი
ლილი- პიერ მორუას სახელობის სტადიონი
ლიონი- ლიონის სტადიონი
მარსელი- ველოდრომის სტადიონი
ნიცა- ნიცის სტადიონი
პარიზი- პარკ დე პრენსი
სენ-დენი- სტად დე ფრანსი
სენტ-ეტიენი- ჟოფრუა გიშარის სახელობის სტადიონი
ტულუზა- ტულუზას სტადიონი

პრაქტიკული ინფორმაცია ევრო 2016-ის ქალაქების მიხედვით იხილეთ ბმულზე- http://www.france.fr/

გაძლიერებული უსაფრთხოება

ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოებას 90 000-ზე მეტი პოლიციელი, ჟანდარმი და უსაფრთხოების კერძო თანამშრომელი იცავს. საზოგადოებრივი წესრიგის სადარაჯოზე სტადიონებს გარეთ მდგომ პოლიციისა და ჟანდარმერიის წარმომადგენლებს, სპორტული მოედნების შიგნით მოქმედების უფლებაც აქვთ.

publie le 06/07/2016

hautdepage