საფრანგეთი ტურისტთა მიღებას აუმჯობესებს

საფრანგეთი მსოფლიოს პირველი ტურისტული მიმართულებაა. ეს მიმზიდველობა ეფუძნება შემოთავაზების მრავალფეროვნებას ყველა სფეროში, და კერძოდ მის კულტურასა და მატერიალურ და არამატერიალურ მემკვიდრეობას, ხელოვნების ქმნილებებსა და მის კულტურულ და კრეატიულ რეწვას, მის ენასა და მისი ცხოვრების სტილს.

2016 წელს, საფრანგეთმა 83 მილიონ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა. 2017 წლის პირველი თვეების შედეგებიც მეტად გამამხნევებელია : მასშტაბურ ღონისძიებებს თუ არ ჩავთვლით, 2017 წელს საფრანგეთს სავარაუდოდ 89 მილიონი უცხოელი ტურისტი მოინახულებს.

საფრანგეთის მთავრობის მიზანია, ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახადოს. ამისათვის ის კონკრეტულ ზომებს იღებს და მხარს უჭერს ექვს პრიორიტეტულ დარგში :

  1. მასპინძლობის ხარისხი და ღირშესანიშნაობების უსაფრთხოება, რაც ტურისტების კმაყოფილებისა და ერთგულების უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია ;
  2. ტურისტული შეთავაზების სტრუქტურიზაცია, რაც უცხოელი ტურისტების მზარდი რაოდენობით მოზიდვის საშუალებას იძლევა ;
  3. სახელმწიფოს მხარდაჭერა ინვესტიციების სფეროში, მთავრობის სტრატეგიის ფუნდამენტური მხარე ;
  4. განათლება და დასაქმება, მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი დარგები ;
  5. ინფორმაციის ნუმერიზაციისა და გაცვლის ხელშეწყობა დარგის კონკურენტულობის გაძლიერების საშუალებას იძლევა;
  6. არდადეგების ხელმისაწვდომობა ადამიანთა კიდევ უფრო დიდი რაოდენობისთვის.

2017 წლის 26 ივლისს, ტურიზმის სტრუქტურათაშორის საბჭოზე, რომელშიც მონაწილეობდნენ შესაბამისი სამინისტროები, თვითმმართველობების წევრები და სექტორის პროფესიონალები, პრემიერ მინისტრმა წარადგინა მთავრობის საგზაო რუკა ტურიზმის სფეროში.

გამოცხადებული იქნა პირველი კონკრეტული ზომები, მათ შორისაა :

  • ვიზების გაცემის ვადა 48სთ-ით შემოიფარგლება კიდევ 10 ქვეყანაში. ეს ვადა უკვე მოქმედებს ჩინეთში, სინგაპურში, სამხრეთ აფრიკაში, ყატარში, ქუვეიტში, ბაჰრეინში, ომანში და თურქეთში. 48სთ-ში ვიზის გაცემა 2017 წლის 1 ნოემბრამდე შესაძლებელი გახდება რუსეთში, ტაილანდში, ფილიპინებზე, კამბოჯაში, ლაოსში, ბირმაში, ინდონეზიაში და ინდოეთში. 2018 წლისათვის აღნიშნული ზომა გავრცელდება საუდის არაბეთსა და ვიეტნამშიც.
  • საზღვრებზე მოსაცდელი დროის შემცირება : აეროპორტებში 30 წუთამდე ევროპის ქვეყნების მოქალაქეებისთვის და 45 წუთამდე არა ევროპის ქვეყნების წარმომდგენლებისთვის, 2018 წლის 1 იანვრიდან.
  • სწრაფი მაგისტრალების მოვლის გეგმის განსაზღვრა ილ-დე-ფრანსის რეგიონის აეროპორტებსა და პარიზს შორის.
  • ინვესტიციების გეგმის მომზადება ბალნეოლოგიურ და მთის კურორტებზე, რათა შენარჩუნდეს მომსახურებისა და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის დონე.

« საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ტურისტული მიმართულებაა. თუმცა ჩვენს გვსურს, ჩვენი ვალია, კიდევ უფრო მეტი შევძლოთ. მთელი მსოფლიო ტურიზმის სფეროს ავითარებს, და საფრანგეთი აპირებს, კვლავაც პირველი ადგილი ეკავოს ».

ედუარდ ფილიპი, პრემიერ მინისტრი

გამოქვეყნებულია 21/02/2018

გვერდის დასაწყისი