საქართველოს კულტურის ფრანკოფონული ელიტის სტაჟირება საფრანგეთში.

საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ პროგრამა « კურანის » ფარგლებში 2006 წ-ის 13-დან 30 ნოემბრამდე სტაჟირების სტიპენდია მიანიჭა კულტურის დარგში მოღვაწე ორ ქართველ ფრანკოფონს :

- ქალბატონ ნანა ლორიას, თბილისის კონსერვატორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და
- ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს ბიბლიოთეკათა ასოციაციის პრეზიდენტსა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს.

აღნიშნული სტაჟირება განკუთვნილია მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოვლენილი კულტურის მართვისა და ადმინისტრირების სფეროში მოღვაწე ფრანკოფონებისათვის. მათი მეშვეობით შედგება საქმიანი კონტაქტები ფრანგ კოლეგებთან, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კონკრეტული ერთობლივი საქმიანობების განხორციელებას.

წიგნი და ბეჭდვითი სიტყვა, ისევე როგორც მუსიკა, საფრანგეთ-საქართველოს თანამშრომლობის ვრცელი პროგრამის ორი პრიორიტეტია, რომელსაც ახორციელებს თბილისის ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი.

ქართველი სპეციალისტები ყოველწლიურად გადიან სტაჟირებას საფრანგეთში.

გამოქვეყნებულია 27/06/2006

გვერდის დასაწყისი