საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფრანგულენოვანი ფილიალის სტუდენტებისთვის დიპლომების გადაცემა

JPEG
გაბრიელ ნამთალაშვილი ფოტო

შაბათს, 1 ივლისს, პირველად საქართველოში, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) დელეგაციამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფრანკოფონული ფილიალის მესამე კურსის სტუდენტებს საფრანგეთის მიერ აღიარებული "ბაკალავრის" დიპლომები გადასცა.

დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში [კოსტავას ქ. 77], 11სთ-სა 30 წუთზე,უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი რამაზ ხუროძის, საქართველოში საფრანგეთის ელჩის, მისი აღმატებულება, ბატონი ფილიპ ლეფორისა და AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ბიუროს დირექტორის, ქალბატონ ლილიან რამაროსოასა და AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ფილიალების ხელმძღვანელის, ქალბატონ მარი-შარლოტ ბოლოტის თანდასწრებითა და მონაწილეობით.

AUF-ის ხელმძღვანელებმა, ასევე, ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკის ფრანკოფონულ ფილიალში განთავსებული ინფორმაციის მისაწვდომობის ცენტრის პრეზენტაცია გამართეს . საქართველოში ეს ერთადერთი ცენტრია, რომელიც მასწავლებლებს, ასევე სტუდენტებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ შეაღწიონ მრავალრიცხოვან საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზაში, არამედ დაუსწრებლად, ინტერნეტის მეშვეობით, გაიარონ საერთაშორისო დიპლომირებული განათლება.

2006 წელს, 19 სტუდენტმა დაუსწრებლად დაამთავრა « ინფორმაციის სისტემების არქიტექტურის კონცეფციის » კურსი და 12 -მა - « linux-ის შესავალი », მაშინ როცა, ინფორმაციის მისაღებ ცენტრში ჩაწერილი 18 სტუდენტისა და პროფესორისთვის ყოველდღიურად აქ ხელმისაწვდომია საერთაშორისო მონაცემთა ბაზა.

publie le 06/07/2006

hautdepage