საქართველოს განათლების მინისტრის ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავა და საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბ-ნი პასკალ მენიე კავკასიის ფრანგულ სკოლას 8 სექტემბერს ეწვივნენ.

სკოლის დათვალიერების შემდეგ, მინისტრი პედაგოგებსა და მოწაფეებს გაესაუბრა, რომელთა რიცხვი წელს 360-ია, და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

2006 წელს დაარსებული კავკასიის ფრანგული სკოლა კერძოა და ადგილობრივ კანონმდებლობას ექვემდებარება. სკოლაში 3-დან 18 წლამდე სხვა და სხვა ეროვნების მოწაფე სწავლობს.

2012 წლის სასწავლო წლიდან საზღვარგარეთ ფრანგულის სწავლების სააგენტოსთან გაფორმებული პარტნიორობის შედეგად, კავკასიის ფრანგული სკოლა 2013 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნული სააგენტოს სკოლების ქსელში გაერთაინდა.

JPEG - 101.4 ko
La visite du ministre Alexandre Jejelava à l’EFC/მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
Photo: Ministère de l’Education et des Sciences
JPEG - 96.3 ko
La visite du ministre Alexandre Jejelava à l’EFC/მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
Photo: Ministère de l’Education et des Sciences
JPEG - 91.5 ko
La visite du ministre Alexandre Jejelava à l’EFC/მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში
Photo: Ministère de l’Education et des Sciences

publie le 15/09/2017

hautdepage