საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა საფრანგეთში პირველი ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში 2019 წლის 17 - 19 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანხლებით. მას საფრანგეთში უმასპინძლეს რესპუბლიკის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, მან ასევე შეხვედრა გამართა სენატის პრეზიდენტთან.

ქალბატონი სალომე შეხვდა იუნესკოს გენერალურ მდივანს ოდრე აზულეს, რომელთანაც განიხილა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხს. შეხვედრისას, პრეზიდენტმა ასევე დააყენა ქართული ტოლერანტობის, სხვადასხვა თემებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების ათასწლეულების ტრადიციის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში ჩაწერის საკითხი.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა სამხრეთ-კავკასიის რეგიონთან დაკავშირებულ მრავალ საჭირბოროტო საკითხზე, საქართველოს გეოპოლიტიკასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გალა-ვახშამზე. მან ასევე გამართა საჯარო ლექცია « საქართველო და ევროპა – პერსპექტივები ცვალებად მსოფლიოში » პარიზის პოლიტიკური მეცნიერების უნივერსიტეტში, სადაც მან თვითონ გაატარა სტუდენტობის წლები და მუშაობდა შემდგომ როგორც ლექტორი. იგი ასევე შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენელბსა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს რომლებთანაც ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ჩართულობის მექანიზმებსა და აუცილებლობაზე. ქალბატონმა პრზიდენტმა მოინახულა პარიზთან ახლოს, ლევილში არსებული ქართული მამული ყვავილებით შეამკო რა პირველი რესპუბლიკის დამაარსებლების საფლავები.

შეხვედრა ემანუელ მაკრონთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან. - JPEG
JPEG
PNG
JPEG

გამოქვეყნებულია 13/03/2019

გვერდის დასაწყისი