საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი ბორდოში

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბორდოში « ღვინის ქალაქის » ინაუგურაციზე. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრა ცერემონიის მიღმა.

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 31 მაისს, ბორდოს « ღვინის ქალაქის » გახსნასთან დაკავშირებით ეწვია. მას თან ახლდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი.

JPEG - 104.1 ko
La cérémonie de l’inauguration de la Cité du Vin à Bordeaux/ "ღვინის ქალაქის" გახსნის ცერემონია ბორდოში

ცერემონიის მიღმა ის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდა. საუბარი ძირითადად შეეხო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს.

JPEG - 62.9 ko
Entretien entre le Président français et le Premier Ministre géorgien/ შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის

პირველ გამოფენაზე სახელწოდებით “მოწვეული ვენახი”, რომელიც 2017 წლის ივლის-აგვისტოში მოეწყობა, წარმოდგენილი იქნება საქართველო, რომელიც მსოფლიო მევენახეობის ერთ-ერთი აკვანია და სადაც 8000 წელია რაც ვაზს უვლიან. ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული ქართული მეთოდი კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.

JPEG - 77.3 ko
L’inauguration de la Cité du Vin à Bordeaux/ ბორდოს "ღვინის ქალაქის" ინაუგურაცია

publie le 15/06/2016

hautdepage