საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი საფრანგეთში

18 და 19 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბ-ნი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ბორდოში იმყოფებოდა.

ვიზიტისას მინისტრი დაესწრო გამოფენის Vinexpo 2017 გახსნას, რომელიც ბორდოში 18-დან 21 ივნისამდე გაიმართა და რომელმაც წელს ქართული ღვინის მწარმოებელ 24 კომპანიას უმასპინძლა.

JPEG - 119.1 ko
Le Ministre de l’Agriculture à Vinexpo 2017/სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოფენაზე Vinexpo 2017

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია « საქართველო ღვინის სამშობლო » ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ღვინის კონკურსში - Citadelles du Vin, რომელიც Vinexpoს მიღმა გაიმართა, ქართული კომპანიის « მეღვინეობა ხარება » თეთრმა ღვინომ « ხარება 2012 » ოქროს მედალი მოიპოვა.

გარდა ამისა, ბ-მა დავითაშვილმა საქმიანი შეხვედრები გამართა ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში - la Cité du Vin და საფრანგეთის მარკეტინგისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სააგენტოსთან - SOPEXA, რომლებიც გამოფენის « მოწვეული ვენახი » საორგანიზაციო საკითხებს შეეხებოდა. აღნიშნული გამოფენის საპატიო სტუმარი წელს, ივლისიდან ნოემბრამდე, საქართველო იქნება. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული გამოფენის დასრულების შემდეგ ქართული ქვევრი ბორდოს la Cité du Vin-ში დარჩება, ქართული მეღვინეობის კულტურისა და ისტორიის აღსანიშნავად.

JPEG - 121.9 ko
Le Ministre de l’Agriculture à Vinexpo 2017/სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოფენაზე Vinexpo 2017

publie le 05/07/2017

hautdepage