საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი

1/ ვინ ვართ ჩვენ?

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი 2002 წლიდან არსებობს. მას ადრე
« ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი » ერქვა.
ინსტიტუტი ორ მისამართზეა განლაგებული:
- მისი მედიათეკა განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში,
- მისი ოფისები და აუდიტორიები - დ. აღმაშენებლის გამზირზე (N°75).

საქმიანობა:

- ფრანგული ენა: ფრანგული ენის სწავლების და შესწავლის ხელშეწყობა (ინსტიტუტი გთავაზობთ ენის შემსწავლელ საკუთარ კურსებს).
- უმაღლესი განათლება : სტიპენდიების გაცემა საფრანგეთში სასწავლებლად და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის მხარდაჭერა.
- ფრანგული კულტურა: თანამშრომლობა ქართულ კულტურულ ორგანიზაციებთან.
ინსტიტუტის იურიდიული სტატუსი: იგი ექვემდებარება საელჩოს და მოქმედებს ელჩის ხელმძღვანელობით.
პერსონალი : ინსტიტუტში არის 15 მუდმივი თანამშრომელი. მათ ემატება თხუთმეტიოდე მასწავლებელი, რომელთაგან ბევრი დაბადებიდან ფრანკოფონია.

2/ რას ვაკეთებთ?

ფრანგული ენის კურსები :

- საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ ინდივიდუალურ და კოლექტიურ, კერძო და პროფესიულ გაკვეთილებს ფრანგულ ენაში, ყველა ასაკის და ყველა დონისთვის, მთელი წლის მანძილზე.
- საწარმოებს და ადმინისტრაციებს ინსტიტუტი სპეციფიურ პროფესიულ მიზნებზე მორგებულ გაკვეთილებს სთავაზობს.
- ინსტიტუტის მასწავლებლები, რომელთაგან ბევრი დაბადებიდან ფრანკოფონია, მაღალკვალიფიცირებულნი არიან და რეგულარულად გადიან სტაჟირებას საფრანგეთში.
- ინსტიტუტი ასევე გთავაზობთ ფრანგული ენის საერთაშორისო დიპლომებისთვის მოსამზადებელ კურსებს (იგი ერთადერთი სერტიფიცირებული ცენტრია საქართველოში).
- აღსანიშნავია, რომ ფრანგული ინსტიტუტი ქართული ენის გაკვეთილებს სთავაზობს ექსპატრირებულებს და ახალჩამოსულებს.
უმაღლესი განათლება
- საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გასცემს სტიპენდიებს საფრანგეთში სასწავლებლად, სამაგისტრო და სადოქტორო დონეებისთვის, 9 თვემდე ვადით.
- ეს სტიპენდიები სტუდენტებს მნიშვნელოვან სოციალურ შეღავათებს სთავაზობს, როგორიცაა სასწავლებელში უფასო ჩაწერა, სოციალური დაცვა, დახმარება ბინაზე, ტრანსპორტზე და ა.შ.
- ინსტიტუტი აფინანსებს ექსპერტებისა და მეცნიერების მივლინებებს ორმხრივი საუნივერსიტეტო თანამშრომლობის დამყარების მიზნით.
- ინსტიტუტი ხელს უწყობს საუნივერსიტეტო პროექტების შემუშავებას ევროკავშირის პროგრამა “ერასმუს”- ის ფარგლებში.

მედიათეკა:

- საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა ქალაქის ცენტრში მდებარე ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული.
- მედიათეკა სთავაზობს ათასობით წიგნსა და ჟურნალს ფრანგულ და ქართულ ენებზე ( რომელთგან 20% აუდიო-ვიზუალურია) ყველა ასაკისა და დონის მკითხველს.
- მისი ელექტრონული ბიბლიოთეკა “Culturethèque” საშუალებას გაძლევთ ატვირთოთ წიგნები, ჟურნალები და ფილმები თქვენს კომპიუტერზე, პლანშეტზე ან სმარტფონზე.
- მედიათეკაში ბავშვებისთვის გამოყოფილია სპეციალური სივრცე.
- მათ, ვინც ფრანგულს სწავლობენ, და ასევე მასწავლებლებს, შეუძლიათ ბიბლიოთეკაში მოიძიონ საჭირო პედაგოგიური მასალა ყველა დონისთვის.
- ბიბლიოთეკაში გულთბილად მიგიღებთ პროფესიონალი პერსონალი, რომელიც ყოველ ხუთშაბათს, 17.30სთ. “ლიტერატურულ კაფე”-ს გთავაზობთ.

კულტურა:

- ფრანგული ინსტიტუტი თვეში ორჯერ გთავაზობთ “სინე-კლუბს”, ფრანგული ფილმების ჩვენებას კინოსა და თეატრის ფაკულტეტზე (დ. აღმაშენებლის გამზ. 40). ყველა ფილმი გადის ქართული სუბტიტრებით.
- იმის გათვალისწინებით, რომ აუდიო-ვიზუალი ინსტიტუტის პრიორიტეტია, იგი განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს ფრანგული მხარის მონაწილეობას ისეთ პრესტიჟულ ქართულ ღონისძიებებზე, როგორიცაა თბილისის ფოტო ფესტივალი, დოკუმენტური ფილმის ფესტივალი და კინოს საერთაშორისო ფესტივალი “პრომეთე” თბილისში.
- ყოველწლიურად, მარტის თვეში, ჩვენ ტრადიციულად ვზეიმობთ ფრანკოფონიას და ვმართავთ ღონისძიებებს საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სკოლებში.

3/ ჩვენი პრიორიტეტები საქართველოში

ახალგაზრდა საზოგადოება და თანამედროვე საფრანგეთი

საფრანგეთი მხოლოდ პრესტიჟული წარსული არ არის.
- იგი ცხოვრობს დღეს, ძალიან იცვლება გლობალიზაციის გავლენით და ყველა სფეროში დიდ წარმატეტებს აღწევს (ორი ნობელის პრემია 2014 წელს, ლიტერატურაში და ეკონომიკაში).
- საფრანგეთი მეხუთე დიდი განვითარებული ქვეყანაა. იქ შესაძლებელია მაგრად გართობა და ასევე სწავლაც (სწავლის საფასური დაბალია), სამსახურის შოვნა და პირველი პროფესიული გამოცდილების მიღება.

საფრანგეთი გელოდებათ ევროპისა და ფრანკოფონიის შუაგულში!

გამოქვეყნებულია 19/11/2015

გვერდის დასაწყისი