საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთში

2016 წლის 16-21 მაისს საფრანგეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს შვიდკაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენობაში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკის და ექსპერტიზის სამმართველოს ყალბი დოკუმენტების კონტროლის ლაბორატორიის ექვსი წამყვანი სპეციალისტი.

სასწავლო ვიზიტმა, რომლის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურმა, მიგრაციის საერთაშიროსო ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა და ფრანგულმა კომპანიამ « Oberthur Technologies », ხელი შეუწყო ორმხრივი ქართულ-ფრანგული ეფექტური თანამშრომლობის განმტკიცებას შენგენის მოკლევადიანი ვიზების ლიბერალიზაციის პერსპექტივაში საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ ევროპაში მოგზაურობა.

თავდაპირველად დელეგაცია ეწვია რუასი შარლ დე გოლის აეროპორტის საჰაერო და სასაზღვრო კონტროლის პოლიციის სამსახურებს (DPAF). ვიზიტის მიზანი იყო ევროპის სიდიდით მეორე აეროპორტში ჩამოსულ მგზავრთა დოკუმენტების კონტროლის სამუშაო პროცესზე დაკვირვება.

JPEG
შემდეგ დელეგაციას, რომელსაც შეუერთდა პარიზში საქართველოს შიდა უსაფრთხოების ატაშე, უმასპინძლა კომპანიამ « Oberthur Technologies ». ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს დელეგაციისთვის ფრანგული კომპანიის იმ საწარმოების გაცნობას, სადაც მზადდება პასპორტები და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტები.
JPEG

publie le 02/06/2016

hautdepage