საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადება

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ მცირეწლოვანთა წინააღმდეგ სექსუალური ძალადობების ბრალდებების გამოქვეყნების შემდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, 2014 წელს ევროკავშირის შეიარაღებული ძალების მიერ იქნა ჩადენილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა მტკიცე სურვილი ჩატარდეს გამოძიება ამ ძალადობის ფაქტებზე და საქმე გადაეცეს საქართველოს მართლმსაჯულებას.

ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისობაშია გაეროს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებული სექსუალური ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკასთან და რომელსაც ჩვენ სავსებით ვიზიარებთ, ისევე როგორც მივესალმებით იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვაში.

publie le 01/02/2016

hautdepage