საქართველოში საფრანგეთის ელჩის პირველი ვიზიტი სამეგრელოში [fr]

საქართველოში საფრანგეთი ელჩი, ბ-ნი დიეგო კოლასი ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია სამეგრელოს, 2020 წლის 25-27 ივნისს.

ბ-ნ დიეგო კოლასს გულითადი დახვედრა მოუწყვეს სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულმა, ბ-მა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა, ბ-მა გიორგი შენგელიამ, რომლებთანაც საუბარი მრავალ მნიშვნელოვან თემას შეეხო, როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ფრანგული ენის სწავლება. საუბრის მთავარი საკითხი იყო : როგორ ჩამოვაყალიბოთ მყარი ფრანგულ-ქართული პარტნიორობა იმ მჭიდრო ისტორიული კავშირების საფუძველზე, რომლებიც ჩვენ ორ ქვეყანას სამეგრელოში აახლოებს.

ფრანგულ-ქართული ისტორიული კავშირები სამეგრელოში და რეგიონის ტურისტული პოტენციალი მართლაც რეალურია, რაშიც საფრანგეთის ელჩი დარწმუნდა მხარის მემკვიდრეობითი ღირშესანიშნაობების სტუმრობისას (დადიანების სასახლე ზუგდიდში, დადიანების სასახლე და ვენახი სალხინოში, პრინც მიურატების სასახლე ჭკადუაშში, კორცხელისა და სალხინოს ეკლესიები, მარტვილის საკათედრო ტაძარი, ენგურჰესი და სხვა) და მათ ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრებისას.

ბ-ნ დიეგო კოლასს შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს, ქართული ეკლესიის საერთაშორისო ურთიერთობათა ხელმძღვანელს მეუფე გერასიმეს. მათ ისაუბრეს საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციასა და ქართული ეკლესიის მდგომარეობაზე საფრანგეთში; ასევე მოინახულეს ზუგდიდის მომავალი საკათედრო ტაძარი.

საფრანგეთის ელჩის სტუმრობა სამეგრელოში შეხვედრებითა და აღმოჩენებით დატვირთული იყო, ვინაიდან ელჩს, აგრეთვე, შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) რეგიონული ოფისის წარმომადგენლებს, ფრანგული ენის პედაგოგებს ზუგდიდში, თიხასა და კერამიკაზე მომუშავე ხელოვანს, რომლის შესანიშნავ ქმნილებებშიც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის, და სამეგრელოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელთაც მადლობა გადაუხადა ხარისხიანი და აქტიური საქმიანობისთვის.

27 ივნისს, ბ-მა დიეგო კოლასმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის საელჩოს მიერ სამეგრელოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის გადაცემული საკვები პროდუქტების კალათების დარიგებაში, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან, ქ-ნ ლია გიგაურთან, სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად, რითიც მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ დაუცველი მოსახლეობისთვის გაღებულ ძალისხმევას ვირუსთან ბრძოლის პერიოდში, რაც განსაკუთრებით რთულია ამ ადამიანებისთვის.

საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
 საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
 საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
 საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
 საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
 საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
 საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
ფოტო: სამებრელოს რწმუნებულის ადმინისტრაცია
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი სამეგრელოში

გამოქვეყნებულია 14/07/2020

გვერდის დასაწყისი