საქართველოში ფრანკოფონიის თვე დაიწყო !

ფრანკოფონია 2016-ის აღსანიშნავად, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ბ-მა ლუკას ბეგლინგერმა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პირველმა მრჩეველმა, ქ-მა ნატაშა ეფიმოფმა, 2016 წლის 2 მარტს მწერალთა სახლში პრესკონფერენცია გამართეს.

ფრანკოფონიის დღე ყოველი წლის 20 მარტს აღინიშნება მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. მთელი მარტის თვის განმავლობაში საქართველოს ფრანკოფონებსა და ფრანკოფილებს საშუალება ექნებათ ჩაეფლონ ფრანკოფონიასა და ფრანგულ კულტურაში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დაგეგმილი მრავალი ღონისძიების ფარგლებში. წლევანდელ პროგრამაში მრავალი ლიტერატურული, კულტურული, კინემატოგრაფიული, მუსიკალური, საგანმანათლებლო ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის ფრანგი მწერლის დავიდ ფონკინოსის ვიზიტი და ფრანგული და შვეიცარიული ჯგუფების, Molécule G და Junior Tshaka-ს კონცერტები. ფრანკოფონული ფილმების ჩვენება კინომოყვარულებს გაახარებს, ხოლო მოწაფეებისა და სტუდენტებისვის გაიმართება საპრიზო კონკურსები.

დეტალური პროგრამა ხელმისაწვდომია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.

JPEG - 122.9 ko
Conférence de presse tenue par M. Lukas Beglinger, Ambassadeur de la Confédération suisse en Géorgie et Mme Natacha Ephimoff, 1ère conseillère de l’Ambassade de France en Géorgie
JPEG - 99.4 ko
Mme Natacha Ephimoff, 1ère conseillère de l’Ambassade de France en Géorgie
JPEG - 88 ko
Mois de la Francophonie

publie le 07/03/2016

hautdepage