საქართველო - დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის პირველი სხდომა (პარიზი, 2019 წლის 2 დეკემბერი) [fr]

ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბ-მა ჟან-ივ ლე დრიანმა, დღეს პარიზში თავის ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან ერთად დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის პირველი სხდომა გახსნა.

აღნიშნული დიალოგი, რომელიც ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მისი ქართველი კოლეგის სალომე ზურაბიშვილის მიერ დაფუძნდა, პატივს მიაგებს საფრანგეთის თავისუფალი ძალების ქართული წარმოშობის გმირს დიმიტრი ამილახვარს, რომელიც 1942 წლის ოქტომბერს, ელ-ალამეინთან ბრძოლის დროს დაიღუპა. დიალოგის მიზანია საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სავაჭრო, ისევე როგორც კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში.

ჟან-ივ ლე დრიანი თბილისს ვიზიტით 2018 წლის 26 მაისს ესტუმრა, სადაც მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის პირველი სხდომა (პარიზი 2019 წლის 2 დეკემბერი)

Photo: MEAE

გამოქვეყნებულია 23/12/2019

გვერდის დასაწყისი