საქართველო – საპატიო სტუმარი ბორდოში

გამოფენის ფარგლებში სახელწოდებით « საქართველო, მეღვინეობის აკვანი », საქართველო ბორდოს « ღვინის მუზეუმში » პირველი « მიწვეული ვენახია ».

ქვევრი, რომელსაც საქართველოში ღვინის დასაყნებლად იყენებენ, საგამოფენო დარბაზშია განთავსებული, რათა მნახველები ქართული მეღვინეობის ისტორიასა და ტრადიციას გაეცნონ. გამოფენილი იქნება აგრეთვე არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ისევე როგორც ფოტოსურათების სერია, რომელიც ამ ქვეყნის 8000 წლიან მეღვინეობის ისტორიას აღბეჭდავს. დამთვარიელებლებს ასევე შესთავაზებენ სადეგუსტაციო და გასაცნობ ატელიეს ქართული ღვინის გარშემო.

გამოფენა გრძელდება 2017 წლის 31 ივლისიდან 5 ნოემბრამდე საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით. დამატებითი დეტალები იხილეთ ამ ვებ-გვერდზე.

JPEG

publie le 04/09/2017

hautdepage