საჩხერეს სამთო ცენტრის დათვალიერება

JPEG

27 მაისს, ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მიწვევით, საფრანგეთის ელჩი ფილიპ ლეფორი , სამხედრო ატაშესთან, ვიცე-პოლკოვნიკ ბაბიუსთან ერთად ეწვია საჩხერეს, რათა დაეთვალიერებინა მომავალი სამთო საწვრთნელი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები და თოკზე დაშვება ენახა.
თბილისიდან ორი საათის სავალზე მდებარე ცენტრში შეიქმნება დასავლური ნორმების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც ქართველი ჯარისკაცები გაივლიან მთაში მოქმედების სპეციფიურ წვრთნებს.
სამთო მომზადება წარმოადგენს ფრანგულ-ქართული სამხედრო თანამშრომლობის უმთავრეს მიმართულებას, ამ სფეროში უკვე განხორციელდა გარკვეული ღონისძიებები, როგორიცაა ქართველი ოფიცრების მომზადება საფრანგეთის სამხედრო სკოლებში. საფრანგეთი თვალყურს ადევნებს აღნიშნულ ცენტრში მიმდინარე სამუშაოებს, რადგან გენერალ ქუთათელაძეს სურს, რომ საფრანგეთის ალპურმა ჯარმა დახმარება გაუწიოს ცენტრს ამოქმედებაში. ამგვარად, პარტნიორული ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობა არსებობს.

publie le 02/06/2005

hautdepage