საჩხერის სამთო ცენტრის ინაუგურაცია

JPEG ინაუგურაცია ჩატარდა ùმაღალჩინოსან სამხედრო და სამოქალაქო პირების თანდასწრებით. ქართულ მხარეს, საქართველოს პრეზიდენტს, ახლდა სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკურ საკითხებში, გიორგი ბარამიძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მამუკა კუდავა, გენერალური შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი, სპეციალური ძალების ბრიგადის უფროსი, ზაზა გოგავა და სამთო სკოლის დამაარსებელი, სასწავლო ორგანიზმების უფროსი, გენერალი ქუთათელაძე; ხოლო ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა სენატორი ლუგარი, ამერიკის ელჩის, ჯონ ტეფტისა და მნიშვნელოვანი დელეგაციის თანხლებით. რაც შეეხება საფრანგეთს, მათი მხრიდან წარმოდგენილნი იყვნენ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა სამმართველოს დირექტორი, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბაბიუ.

ფრანგული ქვედანაყოფის უფროსმა, კომანდორმა ტიერი ბოლომ პრეზიდენტს დაათვალიერებინა ცენტრი და ფრანგი ინსტრუქტორების ჩამოსვლის შემდგომ განვითარებული სწავლება, რომლის წარმატებაც მეტწილად განპირობებულია ცენტრის დამაარსებელის, გენერალი ქუთათელაძის თავდაუზოგავი შრომით, რომელმაც იზრუნა პირველი სასწავლო კურსის სრულყოფისათვის და სკოლა მთლიანად ფრანგული ფირმების მიერ წარმოებული ტექნიკით აღჭურვა.
JPEG

ცენტრის ტექნიკური და საყოფაცხოვრებო ბაზა, მუდმივ თუ დროებით პერსონალს საშუალებას აძლევს სრულყოფილ გარემოში იმუშაოს (თანამედროვე სასადილო, სამედიცინო მომსახურება, რომელიც თანამშრომლობს საჩხერის ახალ საავადმყოფოსთან, სამრეცხაო და საუნა, ასევე ავტონომიური ელექტრო მომარაგება ვიდეომეთვალყურეობის საჭიროების შემთხვევაში და ამასთანავე 200 სტაჟიორისათვის გათვალისწინებული სასტუმრო).

საჩხერის სამთო ცენტრი მაქსიმალურად თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი: კაბინეტები თანამედროვე ავეჯით, კომპიუტერები, ინტერნეტი, სასწავლო ოთახები ვიდეოპროექციის მოწყობილობით, ერთდროულად 45 სტაჟიორისათვის განკუთვნილი საწვრთნელი საესკალადო კედელი, სავარჯიშო დარბაზი, რომლის გვერდითაც ახლო მომავალში დამონტაჟდება 50 მეტრიანი საცურაო აუზი. ფრანგულმა ქვედანაყოფმა ასევე მოაწესრიგა სკოლისა და თვით საჩხერის რეგიონის შემოგარენი და აღჭურვა საწვრთნელი მოწყობილობებით რომელიც ამიერიდან ქართველი ინსტრუქტორების განკარგულებაშია.

ყველაზე მნიშვნელოვანი საჩხერის სამთო ცენტრის სასწავლო სისტემაში 6 კვირიანი სამთო სწავლებაა, რომლის კულმინაციადაც შეგვიძლია მივიჩნიოდ 19 აგვისტოს ფრანგი ინსტრუქტორებისა და 16 სტაჟიორი სამხედროს ერთობლივად საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალის " ყაზბეგის" (5045მ) დალაშქვრა, სადაც საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული დროშები აღიმართა.

საჩხერის სამთო სკოლაში 4 ქართველი ფრანკოფონი ოფიცერის ყოფნამ, რომლებმაც საფრანგეთში გაიარეს სწავლება (და რომელთაგან ერთ-ერთი ცენტრის ექიმია) განსაკუთრებულად ნაყოფიერი გახადა სწავლების ფაზა. 40-დან 17 სამხედრო სტაჟიორი კურსის დამთავრებისას მიიღებს დიპლომს, რომლის მეშვეობითაც მათ უფლება მიეცემათ შემდგომში სხვებს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა, უსაფრთხოების სფეროში დადგენილი ნორმების გათვალისწინებით.

იქიდან გამომდინარე, რომ სწავლების კურსი ზამთარში არ შედგა, ზემოთ აღნიშნული მომავალი ინსტრუქტორები ვერ შეძლებენ მთლიანი ქართული პერსონალის ფორმირებას, რაც სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი ახალი ქართული სამთო ნაწილის ბირთვის შესაქმნელად.
მომავალში ეს ხარვეზი აუცილებლად გამოსწორდება 2007 წლის თებერვლის ზამთრის კურსის საფუძველზე.
JPEG

publie le 08/11/2006

hautdepage