შიდა უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო გამოფენა

ორ წელიწადში ერთხელ, პარიზი მასპინძლობს Milipol-ს, სახელმწიფოების შიდა უსაფრთხოების მსოფლიო გამოფენას.

წარმოადგენს რა პრივილეგირებული შეხვედრის ადგილს ადამიანებისა და ქონების უსაფრთხოების ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში, Milipol-ი მოიცავს საქმიანობის 18 დარგს : ბუნტ-საწინააღმდეგო ღონისძიებები, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, სასაზღვრო სფერო, სამოქალაქო თავდაცვა, ბუნებრივი კატასტროფების მართვა. . . ამგვარად, გამოფენის სტენდებზე გვთავაზობენ იმ განვითარებულ საშუალებებსა და სერვისებს, რომლებიც სახელმწიფოებს საკუთარი მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობას აძლევს.

Milipol-ის შექმნით შესაძლებელი გახდა შიდა უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციისა და დაკავშირების მზარდ მოთხოვნაზე პასუხის გაცემა, რამაც შემდგომ სამოქალაქო თავდაცვისა და დიდი რისკების დარგებიც მოიცვა.

2015 წლის Milipol-ი ციფრებით :
• 24056 პროფესიონალი ვიზიტორი
• 143 ქვეყნის მოქალაქე
• 949 ექსპონენტი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ : www.milipol.com
PNG

publie le 26/04/2017

hautdepage