სემინარი ევრაზიული ორგანიზებული დამნაშავეობის შესახებ

2017 წლის 4 ივლისს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში გამართა სემინარი ევრაზიული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დამნაშავეობის შესახებ, რომელმაც თავი მოუყარა ქართველ, ფრანგ და სომეხ ექსპერტებს.

2014 წლის შემდეგ საქართველოს დიდი ძალისხმევის შედეგად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დამყარებული მჭიდრო თანამშრომლობა მიზნად ისახავს "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ ბრძოლას. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, მეტად გავრცელებული მაფიოზური ტიპის დამნაშავეობის ამ ახალი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელს ხდის, უკეთესად იქნას შესწავლილი აღნიშნული ფენომენი, საქართველოში განხორციელებული ღონისძიებების სამართლებრივი კონტექსტი, საზოგადოებისთვის საფრთხის ეფექტი და ბუნება, რეაგირებისა და განსაკუთრებით საგამოძიებო და სამართალდამცავ სამსახურებს შორის თანამშრომლობის უნარი.

საფრანგეთის ინიციატივით ეს სემინარი თბილისში ჩატარდა და მისი მიზანი იყო, რომ ევრაზიული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილე ფრანგი და ქართველი მხარეებისთვის შეეთავაზებინათ ორმხრივ ფორმატში შეხვედრების გამართვა გამოცდილების გაზიარების მიზნით, სისხლის სამართლის დარგში გამოძიების ყველა ეტაპზე, რათა გაძლიერდეს ოპერატიული ურთიერთობა და თანამშრომლობა. აქცენტი გაკეთდა უწყებათაშორის თანამშრომლობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, მოსამართლეებსა და პროკურორებთან, სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის წევრებსა და ინტერპოლთან შეკავშირებით, რამაც შესაძლებელი გახადა ამ შეხვედრაზე სომხეთის ინტერპოლის ბიუროს მოწვევა.

JPEG
მაშინ როდესაც საქართველომ ევროპოლთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და ევროპაში პოლიციის ატაშეების ქსელს ზრდის, საფრანგეთმა კვლავ გამოთქვა სურვილი, მხარდაჭერა აღმოეჩინა საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ამ პრიორიტეტულ თემაზე და სამხრეთ კავკასიელ (საქართველოდან და სომხეთიდან) პარტნიორებთან გაემართა დიალოგი, რათა უკეთ შეეფასებინათ საფრთხე, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ევროპაში მიმოფანტული ეს კრიმინალური ორგანიზაციები წარმოადგენენ, შესაფერისი და ერთიანი საპასუხო ქმედების განხორციელების მიზნით.

JPEG
საფრანგეთის საელჩოს ეს ინიციატივა, საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დიალოგის გაძლიერებას და ორმხრივი თანამშრომლობის ოპტიმიზაციისთვის სხვა და სხვა ინსტიტუტების მუშაობის ჩაწვდომას.

JPEG

publie le 26/07/2017

hautdepage