სენ-სირის სკოლების დელეგაციის ვიზიტი საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

JPEGსენ-სირ კოეტკიდანის სკოლების დელეგაციამ ორი კადეტისა და სკოლების წარმომადგენლის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო "კადეტთა საერთაშორისო კვირეულში", რომელიც ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით გაიმართა გორში 2016 წლის 21-24 მარტს. დახურვის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ქ-ნი თინათინ ხიდაშელი, აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი და საფრანგეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიო.

ფრანგმა კადეტებმა ისარგებლეს ამ შემთხვევით, რათა უკეთ გაცნობოდნენ საქართველოს, ასევე მოხდა გამოცდილების გაზიარება ფრანგ და ქართველ კადეტთა შორის განსაკუთრებულად გულთბილ გარემოში.

publie le 20/04/2016

hautdepage