სერვან ლენესა და ორელიენ ჟიროს ფოტოგამოფენა

თბილისში, ა. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრში, თებერვლის თვის განმავლობაში

თებერვლის თვეში ა. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრი საგამოფენო სივრცეს უთმობს ორ ახალგაზრდა ნანტელ ფოტოგრაფს, სერვან ლენესა და ორელიენ ჟიროს, რომლებიც ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ საქართველოში.
BMP

შეგრძნება, ქაღალდზე გადმოტანილი ხედვა, ყოველდღიურობის, ქუჩის, ოჯახის სცენების ანარეკლი, გრაფიზმები, ანუ ქართული რეალობა ფრანგული ხედვით.

ეწვიეთ ყოველდღე, ორშაბათიდან შაბათამდე, 10-დან 19 სთ.-მდე ა. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრს, გუდიაშვილის ქ. 10. დასწრება თავისუფალია
JPEG

გამოქვეყნებულია 08/03/2006

გვერდის დასაწყისი