სიმონ ვეის სახელობის საფრანგეთის რესპუბლიკის პრემია – 2019 წლის 8 მარტი [fr]

2019 წლის 8 მარტს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საფრანგეთის რესპუბლიკის სიმონ ვეის სახელობის პირველი პრემია კამერუნელ აისა დუმარა ნგატანსუს გადასცა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ასოციაციის (ALVF) კამერუნის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე წარმომადგენლობის თანა-დამფუძნებელი და კოორდინატორია.

JPEG - 45.7 ko
სიმონ ვეის სახელობის პრემია : ქ-ნი აისა დუმარა ნგატანსუ
ფოტო : ევრიპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო/ფრედერიკ დე ლა მური

სიმონ ვეის სახელობის პრემია გადაეცემა პიროვნებებს, რომლებიც, მთელ მსოფლიოში, ქალთა უფლებებისთვის მოღვაწეობენ და ამგვარად, ქალბატონ ვეის მნიშვნელოვან საქმიანობას აგრძელებენ.

პრემიის დანიშნულებაა, წარმოაჩინოს ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ქმედებები, ხელი შეუწყოს ქალებისთვის განთლებისა და სწავლულობის ხელმისაწვდომობას, განავითაროს მათი დამოუკიდებლობა, პირველ რიგში მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობა და მათთვის მეწარმეობის ხელმისაწვდომობა, ისევე როგორც მმართველ თანამდებობებზე მათი მონაწილეობა.

აღნიშნული პრემიის შექმნა 2018 წლის 8 მარტს ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ იქნა დაანონსებული. მისი შექმნით საფრანგეთი აღნიშნავს მხარდაჭერას მსოფლიოში ქალთა უფლებადამცველთა მიმართ და ხელს უწყობს ქალთა და კაცთა თანასწორობას, საპრეზიდენტო მანდატის ამ მნიშვნელოვან ეროვნულ მიზანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია საერთაშორისო ასპარეზზე და რომელიც ასახულია ქალთა და კაცთა თანასწორობის საფრანგეთის საერთაშორისო სტრატეგიაში (2018-2022).

პრემია გაიცემა ყოველი წლის 8 მარტს, გაეროს მიერ გამოცხადებულ ქალთა საერთაშორისო დღეს. პრემია შეიცავს 100 000 ევროს ოდენობის თანხას, რომელიც უნდა მოხმარდეს პრემიის ლაურეატი კაცი ან ქალის მიერ განხორციელებულ ან რეკომენდირებულ კონკრეტულ ქმედებას.

გამოქვეყნებულია 27/03/2019

გვერდის დასაწყისი