სპორტი : საფრანგეთის მიმზიდველობის მნიშვნელოვანი სფერო

ათი მიზეზი იმისა თუ რატომაა სპორტი საფრანგეთის მიმზიდველობის უცილობლად მნიშვნელოვანი სფერო

1. სპორტის ბაზარი : უდიდესი საერთაშორისო სპორტული კომპანიები ( NIKE, Foot Locker, Asics) საფრანგეთს ირჩევენ ინვესტიციების ჩასადებად და თავიანთი საერთაშორისო საქმიანობის განსავითარებლად

2. ტელეკომუნიკაციების მსოფლიო გიგანტები (მაგ. Nokia) ფრანგულ ინოვაციებს ანიჭებენ უპირატესობას

3. ფრანგული “სტარტაფები” სპორტის სფეროს რევოლუციას ახდენენ

4. საფრანგეთი უცხოელი სპორტსმენების დიდ რაოდენობას იზიდავს (ფეხბურთის 1-ლი ლიგის მოთამაშეთა 34% უცხოელია, ხოლო კალათბურთის პროფესიულ ჩემპიონატში- 45%)

5. საფრანგეთი პირველი მიმართულებაა სათხილამურო კურორტების მხრივ (სავუაში მდებარე ვალ ტორენსი 2015 წლის მსოფლიოში საუკეთესო სათხილამურო კურორტად აღიარეს World Travel Awards –ზე)

6. საერთაშორისო დონეზე აღიარებული სპორტული მოვლენები (ტურ დე ფრანსი, როლან გაროსი და სხვა) საფრანგეთში იმართება

7. მთის სფეროს პროფესიონალების სალონი Mountain Planet ფრანგულია

8. 2024 წლის ოლიმპიური თამაშების კანდიდატი პარიზია

9. მსოფლიოს მესამე სპორტულ მოვლენას, ევრო 2016-ს საფრანგეთი მასპინძლობს

10. 2020 წლამდე საფრანგეთი მრავალ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს (ხელბურთის, ჰოკეის, ჭიდაობის და კანოეს მსოფლიო ჩემპიონატები 2017 წელს და სხვა)

publie le 24/06/2016

hautdepage