სტიპენდიები საფრანგეთში უცხოელი მთარგმნელებისათვის

წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ შემოთავაზებული აღნიშნული სტიპენდია ითვალისწინებს უცხოელ მთარგმნელთა დახმარებას ფრანგული ნაწარმოების თარგმანის პროექტის განხორციელებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მთარგმნელებმა უნდა წარმოადგინონ თარგმანის პროექტი და კონტრაქტი ქართულ გამომცემლობასთან. მთარგმნელი საქართველოს მაცხოვრებელი უნდა იყოს.

სათარგმნი ლიტერატურა ნებისმიერ ჟანრს შეიძლება განეკუთვნებოდეს (მხატვრული ლიტერატურა, პოეზია, ახალგაზრდული ლიტერატურა, ჰუმანური (ანტროპოლოგია, ისტორია, ფიზიოლოგია, სოციოლოგია, ლინგვისტიკა) და სოციალური მეცნიერებები)
ასევე სხვა ტიპის პუბლიკაციები.

დოსიეს წარმოდგენა

- მოტივაციის წერილი
- ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრის მიერ გაცემული ანკეტა
- ანოტაცია სათარგმნ მასალაზე
- ფრანგულიდან თარგმნილი გამოქვეყნებული ნაწარმოების ერთი ეგზემპლიარი
- ინფორმაცია ქართული გამომცემლობის შესახებ
- კანდიდატის შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა მიმდინარე წლისათვის
- კონტრაქტი მთარგმნელთან, უკიდურეს შემთხვევაში თარგმანის უფლება
- წინამორბედი მთარგმნელობითი მივლინების ანგარიში და გამოქვეყნებული თარგმანის ერთი ეგზემპლიარი, რომლისთვისაც გაიცა სტიპენდია

მთარგმნელებმა სტიპენდიის მინიჭებიდან 3 წლიანი ვადა უნდა დაიცვან ახალი დახმარების მიღებამდე. წიგნის ეროვნულ ცენტრში (CNL) დოსიეს შეტანის ბოლო ვადებია : 30 ოქტომბერი იანვრის სესიისათვის და 30 მარტი ივნისის სესიისათვის. 2007 წლის პირველი სესიისათვის, ნორმების მიხედვით შევსებული დოსიე, უნდა ჩაბარდეს ფრანგული კულტურის ცენტრში არაუგვიანეს 2007 წლის 15 მარტისა.

დოსიეს განხილვის კრიტერიუმები :

- შერჩეული სათარგმნი მასალის სირთულე
- თარგმანზე სამუშაოდ საფრანგეთში მივლინების აუცილებლობა (შეხვედრა ავტორთან და/ან სხვა თანამოსაუბრეებთან, ბიბლიოგრაფიული ძიება)
- მთარგმნელის პროფილის შეფასება
- საფრანგეთის საელჩოს მოსაზრება

სტიპენდია

- 1 800 ევრო თვეში ითვალისწინებს ცხოვრების ხარჯებს და არა მგზავრობისა
- მივლინების ხანგრძლივობა : ერთიდან სამ თვემდე, ხოლო განსაკუთრებული პროექტებისათვის ექვსი თვე

ინფორმაციისათვის

დამატებითი ინფორმაციისათვის, მთარგმნელებს შეუძლიათ მიმართონ თამარ ხოსრუაშვილს ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში.

გუდიაშვილის ქ. 7 ; ტელ. : 92 33 04 ; ელ. ფოსტა : ccf.media@caucasus.net

გამოქვეყნებულია 11/04/2007

გვერდის დასაწყისი