სტიპენდიები ფრანგული ენიდან ქართველ მთარგმნელთათვის

საფრანგეთის კულტურის სამინისტროს წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ქართველ მთარგმნელებს მიანიჭა სტიპენდია 1 და 2 თვით, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაემგზავრონ საფრანგეთში თარგმანზე სამუშაოდ :

- ქალბატონ ლიანა რუხაძეს, რომელსაც დაგეგმილი აქვს ანდრე შედიდის პროზის თარგმნა ;
- ქალბატონ ნანა გუნცაძეს, რომელიც მუშაობს ქსავიე დარკოსის ფრანგული ლიტერატურის ისტორიის თარგმანზე ;
-  ბატონ გიორგი ეკიზაშვილს, რომელიც თარგმნის ალექსანდრე დიუმას ნაწარმოებს « მოგზაურობა კავკასიაში » კლოდ შოპის ანოტაციებით.

სტიპენდიები გაიცა საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიღებისა და განათლების ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში. ამ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ უცხოელ მთარგმნელებს, რომელთაც სურთ საფრანგეთში გამგზავრება ფრანგული ნაწარმოების უცხოურ ენაზე თარგმნის მიზნით.

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ პროექტი ახალი თარგმანის შესახებ, რომლის გამოქვეყნებაზეც ადგილობრივ გამომცემლობასთან დადებული აქვთ კონტრაქტი, და ადრე გამოქვეყნებული თარგმანი.

წარმოდგენილი პროექტი შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერი ჟანრის ნაწარმოებს : ლიტერატურას, პოეზიას, თეატრალურ პიესებს, საბავშვო ნაწარმოებებს, სოციალურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

მინიჭებული სტიპენდია ფარავს საცხოვრებელ ხარჯებს. მგზავრობის ხარჯი უნდა აანაზღაუროს კანდიდატმა.

დოსიეს წარმოდგენის ბოლო ვადაა : 2005 წლის 15 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის მედიათეკას. გუდიაშვილის ქ. 7, ტელ. : 92 33 04, ელ. ფოსტა :ccf.media@caucasus.net , ccf.tbilissi.caucasus.net.

publie le 31/08/2005

hautdepage