სწავლება მეხანძრე-მაშველებისთვის თბილისში

2016 წლის 25-28 იანვარს საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩაატარა სწავლება თემაზე « სამაშველო საქმიანობა წყალდიდობის დროს ».

28 იანვარს, სწავლების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რომელსაც უძღვებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ბატონი ზვიად ქაწაშვილი და რომელსაც ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი რენო სალენსი, დიპლომები გადაეცა 27 სტაჟიორს, ძირითადად მეხანძრე-მაშველებს და რამდენიმე სამოქალაქო პირს, რომლებიც მსახურობენ საქართველოს სხვადასხვა სამაშველო სამსახურებში, როგორც თბილისში, ისე აჭარის რეგიონში.

სწავლებამ, რომელიც ჩაატარა ვალაბრის (13) დეპარტამენტის სამოქალაქო უსაფრთხოების სკოლის მაიორმა ჟან-ფრედერიკ ბისკაიმ, დიდი წარმატება მოიპოვა.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საფრანგეთისადმი ოფიციალურად გამოთქმული მადლობის შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა წარმოთქვა სიტყვა და კმაყოფილება გამოხატა საგანგებო სიტუაციების სფეროში არსებული აქტიური თანამშრომლობის გამო. მან ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერით 2012-2013 წლებში განხორციელებულ დაძმობილების პროგრამაში საფრანგეთის ჩართულობაზე. ამას გარდა, მან ხაზგასმით აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია რისკების შეფასება, წინმსწრები ქმედებების განხორციელებისთვის.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, სამაშველო ცენტრის ხანმოკლე ვიზიტის დროს პატივი მიაგეს 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობისას გარდაცვლილი მაშველის ხსოვნას, რომელმაც 22 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამ მამაცი მაშველის ჩაფხუტი და სურათი გამოფენილი იყო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით.

დასასრულს, სამაშველო ცენტრის სასადილო დარბაზში, სწავლების დამთავრების აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე თავი მოიყარეს სტაჟიორებმა, ხელისუფლების, ქალაქის მერიის წარმომადგენლებმა და ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ორმა პასუხისმგებელმა პირმა.
იმის დასტურად, რომ არსებობს ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, როგორც ეს მოხდა წყალდიდობის თემაზე ჩატარებული სწავლების შემთხვევაში, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშემ, ბატონმა ბრუნო ბალდუკმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორს გადასცა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სამახსოვრო მედალი.

JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG

publie le 01/02/2016

hautdepage