ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოში უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობის მიზნით და აღჭურვილობის გადაცემა

< JPEG

ორმა ფრანგმა ექსპერტმა, პრეფექტმა რობერ პომიესმა და მეხანძრეთა სამსახურის პოლკოვნიკმა, ბატონმა რიგომ, 2005 წლის 15 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის სამინისტროების სპეციალისტებს წარუდგინეს სამოქალაქო კრიზისების მართვის სფეროში, იქნება ეს ბუნებრივი კატასტროფები, უბედური შემთხვევა თუ განზრახ ჩადენილი ქმედება, საფრანგეთში გამოყენებული მართვის ხელსაწყოები.

აღნიშნული აქცია გაგრძელდება აუდიტით 18 მარტამდე, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავსახოთ დახმარების გეგმა, რათა საქართველოში განხორციელდეს სამსახურების რეორგანიზაცია და მომზადდეს სპეციალისტები ამ სფეროში.

ტექნიკურ დახმარებას თან ახლავს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაღებული აღჭურვილობა 400 კომპლექტის სახით ბირთვული, რადიოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური საფრთხისგან დასაცავად (NRBC).

JPEG - 21.1 ko

გამოქვეყნებულია 20/09/2007

გვერდის დასაწყისი