ტექნიკური დახმარება პოლიციისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში

JPEG პოლიციისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ტექნიკური დახმარების ფარგლებში, რომელსაც საფრანგეთის მთავრობა საქართველოსთვის ახორციელებს, 2004 წლის ოქტომბერში გამოხატული დახმარების თხოვნის შესაბამისად, საფრანგეთის საელჩო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადასცემს სრულიად განახლებულ, პატიმრების ბადრაგირებისათვის განკუთვნილ 10 ავტომანქანას. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჩუქრად გადაცემული აღნიშნული მანქანების გადაცემა, რომელთა ღირებულებაა 70 000 ევრო, მოხდება 9 აგვისტოს, 15 საათზე ქალაქ ფოთის პორტში.

საქართველოს ხელისუფლებისათვის მანქანების გადაცემას დაესწრებიან საფრანგეთის საელჩოს პირველი მრჩეველი, ქალბატონი დრუ-ლოზინსკი; შიდა უსაფრთხოების ატაშე, ქალბატონი ვალერი მულერა-მაიე; აგრეთვე საფრანგეთის ეროვნული პოლიციის ადმინისტრაციის ლოგისტიკის განყოფილების წარმომადგენელი ბატონი პატრიკ დელორმი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბატონი კოტე კემულარია. JPEG

publie le 11/10/2005

hautdepage